საზოგადოებრივი უძველესი პროტოცივილიზაციები 2018, 4 ნოემბერი, 18:20 მინდა წარმოგიდგინოთ არასრული სია უძველეს მსოფლიოში გავრცელებული პროტო-ცივილიზაციებისა, რომლებიც არსებობდნენ უძველეს დროში და იყვნენ იმ განვითარების დონეზე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ კულტურა, მაგრამ არა სახელმწიფოებრივი ცხოვრება. ესენი იყვნენ გვაროვნულ-ტომობრივი, მესაონლე-მეჯოგე, ან შესაძლოა მიჭათმოქმედი ხალხები, რომლებიც ცხოვრობდნენ როგორც სასოფლო, ასევე ქალაქურ დასახლებებში. ჰქონდათ ვაჭრობა მეზობელ ხალხებთან და განვითარების საკმაოდ დამაკმაყოფილებელი დონე. ამ სიას შესაძლოა კიდევ ძალიან ბევრი პროტოცივილიზაცია დავამატოთ და განვალაგოთ ისინი დროის მიხედვით უძველესიდან უახლესისკენ: 1) აშელის კულტურა - ქვედა პალეოლითის პერიოდის პირველი ადამიანური კულტურა (1.7 - 0, 1 მილიონი წლის წინ). გავრცელებული იყო აფრიკის კონტინენტზე. 2) მუსტიეს კულტურა - მუსტიური კულტურა. ქვედა პალეოლითის ხანის ყველაზე გვიანდელი ეპოქა, რომელმაც შეცვალა აშელის კულტურა. მრავალი მეცნიერი მას შუა პალეოლითს უწოდებს. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში პირველად შეისწავლა გ მორილიემ. სახელი ეწოდა სამხ.-დას. საფრანგეთში (დორდონის დეპარტამენტი) მდებარე გამოქვაბულის ლე მუსტიეს მიხედვით. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში. 3) წოფის კულტურა - ძვ.წ. 53-33 ათასწლეული. წარმოიქმნა დაახლოებით ძვ.წ. 530-ე საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე. დღევანდელი მარნეულის მუნიციპალიტეტში. 4) ნატუფის კულტურა - ძვ.წ. 12, 500 - 9500 წწ. სირიისა და ლევანტის ტერიტორიებზე. 5) არენსბურგული კულტურა - ძვ.წ. 11, 000 - 10, 000 წწ. სკანდინავია და ჩრდ. გერმანიის ტერიტორია. 6) იბერო-მავრიტანული კულტურა - ძვ.წ. 10, 120 - 8, 550 წწ. 7) აზილის კულტურა - წარმოიქმნა ძვ.წ. 8000 წელს. ჩრდილოეთ ესპანეთში და სამხრეთ საფრანგეთში. მისი მსგავსი პორტუგალიის ტერიტორიაზე იყო იბერიული მიკროლამინარული მიკროლითიზმის კულტურა. 8) მაგრიბის, იგივე კაპსიური კულტურა - ძვ.წ. 9, 000 - 5000 წწ. გავრცელებული იყო ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. 9) იმპრესოს კულტურა - გავრცელებული იყო სხვადახვა ქვეყნებში ძვ.წ. 9, 000 წლიდან ძვ.წ. 5, 000 წლამდე. 10) ტარდენუაზური კულტურა - თანაარსებობდა აზილიური კულტურის გვერდით ძვ.წ. 7000-4000 წლებში იბერიის ნახევარკუნძულზე. 11) მაგლემოზეს კულტურა - არსებობდა დანიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 7000 წლიდან ძვ.წ. 5000 წლამდე. 12) ნემანური კულტურა - რომელიც გადავიდა ნეოლითურ ხანაშიც. ძვ.წ. 7000 - 3000 წწ. მდინარე ნემანის სანაპიროებზე პოლონეთის, ლიტვის და ბელორუსიის ტერიტორიებზე. 13) კუნდური კულტურა - 7000 - 5000 წწ. ბალტიისპირეთი, ფინეთი, ჩრდილოეთ რუსეთის ტერიტორიები. 14) შულავერი-შომუთეფეს კულტურა - ძვ.წ. 6000 - 4000 წწ. საქართველოს ტერიტორია, ასევე სომხეტის და აზერბაიჯანის მთისწინები. 15) ხაზოვან-ლენტისებური კერამიკის კულტურა - ძვ.წ. 5500 - 4000 წწ. 16) ჰასუნის კულტურა. 17) ფაიუმის კულტურა - ძვ.წ. 5200 - 4000 წწ. ეგვიპტე. 18) იანშაოს კულტურა - არსებობდა ჩინეთის ტერიტორიაზე მდინარე ხუანხეს შუა ნაწოლში ძვ.წ. 5000 - 2000 წლებში. 19) ელ-ობეიდის კულტურა - ბაბილონურ-ასურული კულტურა. ძვ.წ. 4000 - 1000 წლებში არსებობდა მესოპოტამიაში არსებული ხალხების, შუმერების, აქადების, ბაბილონელების და ასურელების კულტურა. 20) მტკვარ-არაქსის კულტურა - ძვ.წ. 3500 - 2000 წწ. გავრცელებული იყო სამხრეთ კავკასიასა და ლევანტში. 21) მაიკოპის კულტურა - ძვ.წ. 3500 - 3000 წწ. ჩრდილოეთ კავკასიაში. 22) საბრძოლო ცულების კერამიკული კულტურა - ეს იყო ხალკოლითური ხანის და ბრინჯაოს ევროპული კულტურა. ძვ.წ. 3200 - 1800 წლებში. 23) ეგეოსური, იგივე კრეტა-მიკენის კულტურა - ძვ.წ. 3000 - 1100 წწ. ეგეოსის ზღვის სანაპირო, კრეტა, კვიპროსი, საბერძნეთი. ე.წ. პელასგური კულტურა. 24) კატაკომბური კულტურა - ძვ.წ. 2700 - 2200 წწ. მდინარე ვოლგის და დნესტრის სანაპიროები. არიელების კულტურა. 25) თრიალეთის კულტურა - ძვ.წ. 2500 - 1500 წწ. სამხრეთ კავკასია. 26) ბედენის კულტურა - ძვ.წ. 2500 - 2000 წწ. 27) დოლმენური კულტურა - დასავლეთ საქართველო (აფხაზეთი) და დასავლეთ კავკასია. ძვ.წ. 2300 - 1300 წწ. 28) ზლოტის კულტურა - ძვ.წ. 2200 - 1700 წწ. გავრცელებული იყო პოლონეთში, მდინარე ვისლას სანაპიროებზე. 29) ანდრონოვული კულტურა - ძვ.წ. 2000 - 1400 წწ. ეისეის, სირდარიის და სამხრეთ ურალის ტერიტორია. არიელები. 30) სრუბნას კულტურა - ძვ.წ. 2000 - 1500 წწ. ურალიდან დნეპრამდე იყო გავრცელებული. არიელები. 31) ყობანის კულტურა - ძვ.წ. მე-2 ათასწლეულში მაიკოპის კულტურის ბაზაზე იქმნება. 32) უნეტიცის კულტურა - ძვ.წ. 1700 - 1400 წწ. ცენტრალური ევროპა, ავსტრია, მორავია, ჩეხეთი და ისტორიული საქსონიის ტერიტორიებზე იყო გავრცელებული. 33) ყორღანების კულტურა - დომინირებდა ცენტრალურ ევროპაში შუა ბრინჯაოს ხანაში. ძვ.წ. 1600 - 1200 წლებში. წარმოიშვა უნეტიკური კულტურის ბაზაზე. ბრინჯაოს ხანაში იგი ჩაანაცვლა სამარხი ურნების კულტურამ. 34) ყაზანისპირული კულტურა - ძვ.წ. 1600 - 900 წწ. გავრცელებული იყო ყაზანისპირა რაიონებში. 35) ტერამარის კულტურა - ძვ.წ. 1500 - 1200 წწ. ჩრდილოეთ იტალია. 36) ბრანდენბურგის კულტურა - ძვ.წ. სამხრეთ-დასავლეთი პოლონეთი. 37) აბაშევის კულტურა - ძვ.წ. 1500 - 1000 წწ. ვორონეჟი, ჩუვაშეთი, ბაშკირეთი. არიელების კულტურა. 38) განჯა-ყარაბაღული კულტურა - ასევე ცნობილია ხოჯალი-ქედიბეკური ან გადაბეიური კულტურის სახელითაც. ძვ.წ. 1300 - 700 წწ. სამხრეთ კავკასია. აზერბაიჯანის ტერიტორია. სავარაუდოდ არიელების კულტურა. 39) სამარხი ურნების კულტურა - ძვ.წ. 1300 - 750 წწ. გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა ცენტრალურ ევროპაში. 40) ლუჟინის კულტურა - ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანების არქეოლოგიური კულტურა. ძვ.წ. 1300 - 300 წწ. გავრცელებული იყო აღმ. გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და დასავლეთ უკრაინის ტერიტორებზე. სლავების კულტურა. 41) ბელოგრუდოვოს კულტურა - გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ძვ.წ. 1200 - 700 წწ. გავრცელებული იყო უკრაინაში, დნეპრის დასავლეთით, ტყესტეპის ზონაში. ტრაკიელების კულტურა. 42) ბონდარიქული კულტურა - ძვ.წ. 1100 - 750 წწ. დნეპრის მარცხენა სანაპირო. სკვითები. 43) ანასეულის კულტურა - დასავლეთ საქართველოს ნეოლითური კულტურა. ძვ.წ. 1000 - 600 წწ. 44) ასვას კულტურა - ძვ.წ. 800 - 500 წწ. რკინის ხანის ესტონეთის და სამხრეტ ფინეთის კულტურა. 45) სკვითების კულტურა - არიული ტომები. მოსახლეობდნენ ჩრდილოეთ შვიზღვისპირეთში. ძვ.წ. მე-7 საუკუნეში სკვითებმა გამოდევნეს კიმერიელები და დაიკავეს მათი ტერიტორია. ჰეროდოტეს ცნობით სახლობდნენ დნეპრისა და დონის სტეპებში. ეწეოდნენ მომთაბარეობას, მესაქონლეობას, ძვ.წ. მე-4 საუკუნეში კი სკვითების სახელმწიფოც ჩამოაყალიბეს. 46) სარმატების კულტურა - იგი ჩნდება ძვ.წ. მე-5 საუკუნეში. ისინი იყვნენ არიელები. დღევანდელ ოსურ ენაზე სარ-მატ სიტყვასიტყვით ნიშნავს "თავიან კაცს". ასე იმიტომ იწოდებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ ბავშვებისთვის თავის ქალას შეხვევის და ხელოვნურად წაგრძელების კულტურა. ასევე დაგაინტერესებთ: 1. პროტოქართველები - 450 საუკუნის წინანდელი კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები 2. კოლხი მედე - ქალი, რომლის სახელიც სამკურნალო საქმეს დაერქვა 3. კოლხეთის დედაქალაქი - აია აღმოჩენილია 4. მსოფლიოში მომხდარი ომები ძვ.წ. 31-ე საუკუნიდან დღემდე 5. იბერო-კოლხური ცივილიზაცია 6. ჩინეთის 40-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია 7. რამდენი იყო ამერიკის კონტინენტების მოსახლეობა კოლუმბამდე? გაეცანით სხვა, ძალიან საინტერესო სტატიებსავტორი: თორნიკე ფხალაძე 656 3-ს მოსწონს
|