x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძვ.წ. XXXI საუკუნიდან ახ.წ. XXI საუკუნემდე მსოფლიოში მომხდარი დიდი ომები
ძვ.წ. XXXI საუკუნიდან ახ.წ. XXI საუკუნემდე მსოფლიოში მომხდარი დიდი ომები


ძვ.წ. 3100 წ. - ზემო და ქვემო ეგვიპტის გაერთიანება, რაც მოხდა ძალადობრივად. ზემო ეგვიპტემ ნარმერის მეთაურობით დაიპყრო ქვემო ეგვიპტე.


ძვ.წ. 3100 წ. - ჰორ-აჰას ნუბიური ლაშქრობა, სადაც ეგვიპტემ დაამარცხა ნუბია.


ძვ.წ. 2650 წ. - კიშ-ელამის ომი, რომელიც კიშის სამეფოს გამარჯვებით დამთავრდა.



ძვ.წ. 2600 წ. - ენმერკარის აჯანყება, სადაც ურუქი ამარცხებს არათას.


ძვ.წ. 2600 წ. -სნეფრუს ლაშქრობები, სადაც ეგვიპტე ამარცხებს ნუბიის, ლიბიის და ლევანტის (სირია-ერაყის ტერიტორია) გაერთიანებულ ჯარებს.


ძვ.წ. 2600 წ. - ენშაკუშანას ლაშრობანი. ურუქი ამარცხებს ჰამაზის, აქადის, კიშის და ნიპურის გაერთიანებულ ჯარებს.


ძვ.წ. 2500 წ. - ეანატუმის ლაშქრობანი. ლაგაში ამარცხებს ურის, ურუქის, ლარსას, ნიპურის, აკშაკის, უმას და სხვა მცირე ქალაქთა გაერთიანებულ ჯარებს.


ძვ.წ. 2500 წ. - ლუგალ-ანნე-მუნდუს ლაშქრობა ურის წინააღმდეგ. ადაბი იმარჯვებს ურზე.


ძვ.წ. 2450 წ. - უმმას პირველი ომი ლაგაშის დამოუკიდებლობისთვის. ამ ომში გაიმარჯვა ლაგაშმა, ხოლო უმმას მცდელობა ამაო გამოდგა.


ძვ.წ. 2400 წ. - უმმას მეორე ომი ლაგაშის დამოუკიდებლობისთვის, სადაც მარცხდება ურუქთან.


ძვ.წ. 2294 ან 2230 - 2270 ან 2206 - ლუგალ-ზაგე-სის ლაშქრობები, სადაც უმმა ამარცხებს კიშის, ლაგაშის, ურის, ნიპურის, ლარსას და ურუქის გაერთიანებულ ჯარებს.


ძვ.წ. 2334 - 2279 წწ. - აქადის იმპერიის წარმოქმნა. აქადი და კიში ამარცხებს ლაგაშის, ურუქის, უმმას, ურის და კაზალლუს გაერთიანებულ ჯარებს.


ძვ.წ. 2270 წ. - სარგონის ლაშქრობა აქადის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე. აქადური იმპერია ამარცხებს მარის, იამურის და ებლას გაერთიანებულ ჯარებს.


ძვ.წ. 2270 წ. - ელამის დაპყრობა აქადური იმპერიის მიერ, სადაც მან დაამარცხა ელამის, სუსას, და მარჰასის გაერთიანებული ჯარები.


ძვ.წ. 2230 წ. - აქადის იმპერიის მმართველის - ნარამ სინის წარმატებული ლაშქრობა ლულლუბზე.


ძვ.წ. 2220 - 2150 წწ. - გუტიანური წარმატებული ლაშქრობები და დაპყრობები აქადური იმპერიის წინააღმდეგ.


ძვ.წ. 2050 წ. - გუტიანური დინასტიის დაცემა. ურუქმა გაანადგურა შუმერის გუტიანური დინასტია.


ძვ.წ. 2040 წ. - ნეო-შუმერული იმპერიის მმართველის, ურ-ნამმუს მიერ ლაგაშის დაპყრობა.


ძვ.წ. 2000 წ. - ნეო-შუმერული იმპერიის დაცემა. მას ამარცხებენ ელამის და სუსას გაერთიანებული ჯარები.


ძვ.წ. 1822 ან 1758 - 1763 ან 1699 წწ. - რიმ სინ I-ის ლაშქრობანი. გაიმარჯვა ლარსამ ურუქის, ისინის, ბაბილონის, დერის, სუტუმის და რაფიქუმის წინააღმდეგ.


ძვ.წ. 1801 - 1770 წწ. - ელამიტების თავდასხმა მესოპოტამიაზე. სადაც იმარჯვებს ელამი და მარცხდება ეშნუნა და მისი დაქვემდებარებული ქალაქები.


ძვ.წ. 1770 - 1760 წწ. - ჰამურაბის წარმატებული დაპყრობები ელამის, მარის და ასირიის წინააღმდეგ.


მეფე ჰამურაბი


ძვ.წ. 1770 - 1763 წწ. - ჰამურაბის მიერ ლარსას დაპყრობა.


ძვ.წ. 1760 წ. - ბაბილონის მეფის - ჰამურაბის ომი ასირიასთან, სადაც ის იმარჯვებს.


ძვ.წ. 1740 - 1595 წწ. - დაკნინება და დაცემა ბაბილონის იმპერიისა. ჰიტიტების იმპერიამ, კასიტებმა, პუზურ-სინის ჯარებმა, ასირიამ და სილენდის დინასტიამ დაამარცხეს ბაბილონი და ამორიტები.


ძვ.წ. 1740 - 1570 წწ. - კასიტების შეჭრა ბაბილონში. ეპიზოდი ბაბილონის იმპერიის დაცემისა. კასიტებმა გაიმარჯვეს.


ძვ.წ. 1732 წ. - პუზურ-სინის აჯანყება ამორიტების და ბაბილონის წინააღმდეგ. ეპიზოდი ბაბილონის იმპერიის დაცემისა. აჯანყებულებმა გაიმარჯვეს.


ძვ.წ. 1732 - 1726 ან 1720 წწ. - ასირიული სამოქალაქო ომი. ეპიზოდი ბაბილონის იმპერიის დაცემისა. ადასის ჯარები დაუპირისპირდა ბაბილონის, ამორიტების, პუზურ სინის, აშუპ აპლა იდის, ნასირ სინის, სინ ნამირის, იპქი-იშთარის, ადად-სალულუს ჯარებს და საბოლოოდ, მრავალწლიანი ბრძოლების შემდეგ გაიმარჯვა.


ძვ.წ. 1732 წ. - სილენდის დინასტიის დაარსება ძალადობრივად. ნაწილი ბაბილონის იმპერიის დაცემისა. ბაბილონი უპირისპირდება ლუმ-მა-ილის ჯარებს და მარცხდება მათთან.


ძვ.წ. 1700 წ. - ბაბილონის თავდასხმა სილენდის დინასტიაზე, რომელიც ბაბილონის დამარცხებით დამთავრდა.


ძვ.წ. 1675 წ. - ქსია-შანგის ომი, როდესაც ქსიას დინასტია დაუპირისპირდა შანგის აჯანყებულებს და დამარცხდა მათთან.


ძვ.წ. 1595 წ. - ბაბილონის დაცემა. მურსილი I თავს დაესხა ჰიტიტების იმპერიას და გაიმარჯვა.


ძვ.წ. 1650 - 1620 წწ. - ეგვიპტის ფარაონის ხათუსილი I-ის საომარი კამპანია ჰიტიტების იმპერიის წინააღმდეგ.


ძვ.წ. 1650 - 1580 წწ. - ჰიკსოსების შემოსევა ეგვიპტეში.


ძვ.წ. 1600 - 1595 წწ. - ფარაონ მურსილი პირველის საომარი კამპანია ჰიტიტების იმპერიის წინააღმდეგ.


ძვ.წ. 1523 - 1517 წწ. - ჰიკსოსების მიერ ეგვიპტის დაპყრობა.


ძვ.წ. 1506 - 1502 წწ. - ეგვიპტის ფარაონის - თუტმოს I-ის საომარი კამპანიები.


შემდგომი საუკუნეების ომების სანახავად გადადით შემდეგ ლინკებზე:


ძვ.წ. XV - VIII საუკუნის ომები

ძვ.წ. VII საუკუნის ომები

ძვ.წ. VI საუკუნის ომები

ძვ.წ. V საუკუნის ომები

ძვ.წ. IV საუკუნის ომები

ძვ.წ. III საუკუნის ომები

ძვ.წ. II საუკუნის ომები

ძვ.წ. I საუკუნის ომები

I საუკუნის ომები

II საუკუნის ომები

III საუკუნის ომები

IV საუკუნის ომები

V საუკუნის ომები

VI საუკუნის ომები

VII საუკუნის ომები

VIII საუკუნის ომები

IX საუკუნის ომები

X საუკუნის ომები

XI საუკუნის ომები

XII საუკუნის ომები

XIII საუკუნის ომები

XIV საუკუნის ომები

XV საუკუნის I ნახევრის ომები

XV საუკუნის II ნახევრის ომები



ინგლისურად:

XVI-XVIII საუკუნის ომები

XIX საუკუნის ომები

1900-1944 წლების ომები

1945-1989 წლის ომები

1990-2002 წლის ომები

2003-2010 წლის ომები

ომები 2011 წლიდან დღემდე




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
542
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
542
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0