x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჩინეთის 40-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა - დიადი ჩინური ცივილიზაციის მმართველი დინასტიები
ჩინეთის 40-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა - დიადი ჩინური ცივილიზაციის მმართველი დინასტიები


ჩინეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება ხდება ძვ.წ. 21-ე საუკუნის დასაწყისში და ძვ.წ. 22-ე საუკუნის დასასრულს დანამდვილებით, ხოლო არის დაუდასტურებელი ლეგენდარული ცნობები იმაზე, რომ ჩინეთის სახელმწიფოებრიობა დაიწყო ჯერ კიდევ ძვ.წ. 28-ე საუკუნეში. მისი პერიოდიზაცია დინასტიების მიხედვით ხდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ დინასტიები ხშირად არ მოსდევენ დროში ერთმანეთს, ვინაიდან ჩინეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე არსებობდა ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ჩინური სამეფო, რომელსაც განაგებდნენ სხვადასხვა დინასტიები. ჩინეთის ტერიტორია არის დღეს 9, 596, 960 მლნ. კვ. კმ. და არის მსოფლიოში მეოთხე ადგილზე რუსეთის, კანადის და აშშ-ს შემდეგ, რომელიც არის 9, 629, 091 მნლ. კვ. კმ და ოდნავ უსწრებს ფართობით მას. ჩინეთის მოსახლეობა კი ხელოვნურად შემცირებული და გამრავლების აკრძალვების შემდეგაც კი 2018 წელს არის 1, 416, 000, 000 (1416 მილიონი) ადამიანი (ამ მხრივ არის მსოფლიოში პირველ ადგილზე). ეს მაშინ, როდესაც აქამდე ჩინეთში აკრძალული გახლდათ 1 შვილზე მეტის ყოლა. 2018 წლიდან კი ეს შეზღუდვაც მოიხსნა და უკვე 2 შვილის გაჩენის ნებართვა დართეს მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ მეტ ზრდას მომდევნო წლებში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ხდება გლობალური ლიდერი და ეკონომიკით უკვე თითქმის უტოლდება აშშ-ს (არის მსოფლიოში მეორე ადგილზე).


ჩინეთი - ჩინური დინასტიები


ჩინეთის დინასტიების სია:



1) 3 მბრძანებელი და 5 იმპერატორი - ეს არის ლეგენდარული ცნობა, რომელიც შესაძლოა აქვს კიდევ კავსირი რეალობასთან რაღაც დოზით - ისინი განაგებდნენ ჩინეთს ძვ.წ. 2070 წლამდე 628 წელზე მეტხანს.

2) სიას დინასტია - ძვ.წ. 2100 - ძვ.წ. 1600 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 470 წლის განმავლობაში.

3) შანის დინასტია - ძვ.წ. 1600 - ძვ.წ. 1046 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 554 წლის განმავლობაში.

4) დასავლეთ ჭოუს დინასტია - ძვ.წ. 1046 - ძვ.წ. 771 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 275 წლის განმავლობაში.

5) აღმოსავლეთ ჭოუს დინასტია - ძვ.წ. 770 - ძვ.წ. 256 წწ.

თავად ჭოუს დინასტიის პერიოდი იყო ორ ნაწილად - გაზაფხულ-შემოდგომის და სამეფოთა ომის პერიოდებად.

გაზაფხულ შემოდგომის პერიოდი - ძვ.წ. 722 - ძვ.წ. 476 წწ. გაგრძელდა 246 წელი.

სამეფოთა ომის პერიოდი - ძვ.წ. 475 - ძვ.წ. 221 წწ. გაგრძელდა 254 წ.

6) ცინის დინასტია - ძვ.წ. 221 - ძვ.წ. 206 წწ. მან მხოლოდ 15 წელი მართა ჩინეთი.

7) დასავლეთ ჰანის დინასტია - ძვ.წ. 206 - 9 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 2015 წლის განმავლობაში.

8) სინის დინასტია - 9 - 25 წწ.

9) აღმოსავლეთ ჰანის დინასტია - 25 - 228 წწ. განაგებდნენ ჩინეთს 195 წლის განმავლობაში.

10) სამი სამეფოს პერიოდი - 220 - 265 წწ.

11) დასავლეთ ძინის დინასტია - 265 - 317 წწ.

12) აღმოსავლეთ ძინის დინასტია - 317 - 420 წწ.

13) სამხრეთის და ჩრდილოეთის დინასტიები - 420-581 წწ.

14) სუის დინასტია - 581 - 618 წწ.

15) თანგის, იგივე ტანის (თანის) დინასტია - 618 - 907 წწ.

16) 5 დინასტია და 10 სამეფო - 907 - 960 წწ.

17) ჩრდილოეთ სუნის დინასტია - 960 - 1127 წწ.

18) სამხრეთ სუნის დინასტია - 1127 - 1279 წწ.

19) ლიაოს დინასტია - 916 - 1125 წწ.

20) ძინის დინასტია - 1115 - 1234 წწ.

21) იუანის დინასტია - 1271 - 1368 წწ.

22) მინის დინასტია - 1368 - 1644 წწ.

23) ცინის დინასტია - ეს იყო ჩინეთის საბოლოო დინასტია. რომელმაც მართა ჩინეთი 1644 - 1912 წლებში.


ასევე დაგაინტერესებთ:

ჩინეთი და მისი დამწერლობა - დედამიწის უდიდესი და დღემდე შემორჩენილი უძველესი ცივილიზაცია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0