ფოტოგრაფია აკრძალული ფოტოები, რომლებიც "დრონით" არის გადაღებული - ეს არავის უნდა ენახა! 2018, 2 ნოემბერი, 11:39 დრონი, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელმაც სახელწოდება მიიღო ინგლისური სიტყვიდან "drone" (მამალი ფუტკარი), დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ფოტოგრაფიაში მისი წყალობით შესაძლო გახდა ისეთი ადგილების დათვალიერება, რომლებშიც შესვლა-გამოსვლა მკაცრად არის რეგულირებული. ცხადია, მსგავსი მოქმედებები გარკვეულწილად უკანონოა, მაგრამ იქ, სადაც ადგილი აქვს აკრძალვას, განსაკუთრებულად მომეტებულია ცნობისმოყვარეობა - ასეთია ადამიანის ბუნება. ქვემოთ გთავაზობთ სწორედ ამგვარი დრონების, ანუ კვადროკოპტერების მიერ რეგულაციების დარღვევით გადაღებულ 10 ფოტოს. 1. სირია სირიაში სამოქალაქო ომმა ქვეყნის ყველა მთავარი ქალაქი გაანადგურა. მილიონობით ადამიანს გაქცევა მოუხდა. ეს არის ოდესღაც დასახლებულ რაიონში ტანკების ბრძოლის სურათი. იგი გადაღებულია სირიის სიდიდით მესამე ქალაქში - ჰომსში. ახლა ამ ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ანუ ის, რაც დაბომბვების შემდეგ დარჩა. 2011 წლიდან დღემდე აქ ათობით ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა. 2. აკრძალული ქალაქი, პეკინი სურათების ავტორი დეპორტირებული იქნა ჩინეთიდან იმის გამო, რაც ჩაიდინა. ცნობილია, რომ აკრძალული ქალაქის მონახულება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს და წინასწარ ჩაწერით. ფოტოგრაფმა მხოლოდ დეპორტირების შემდეგ შეიტყო, რომ პეკინში იმპერატორის სასახლისა და ჩინეთის მმართველობის შტაბ-ბინების ფოტოგრაფირება აკრძალულია. 3. პრიპიატი, უკრაინა ეს არის ადგილი, რომლის უახლოესად მოხდა ყველა დროს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფა. პრიპიატი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურიდან და ყველაზე მეტად დაზარალდა რადიაციით. ჩერნობილთან ახლოს მდებარეობს ასევე მიტოვებული, კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვების აღმოჩენის რადიო სარელეო სადგური, ე.წ. "რუსული კოდალა". სადგური მთელი დედამიწის მასშტაბით რადიოეთერში გადასცემდა ხმას, რომელიც კაკუნს ჰგავდა - აქედან მიმდინარეობს მისი სახელწოდებაც. 4. კაზანტიპი, ყირიმი ეს არის ადგილი კუნძულზე, სადაც უნდა აეგოთ ატომური ელექტროსადგური. მშენებობა დაიწყო, მაგრამ რაიონის სეისმური არასტაბილურობის გამო, მალევე შეჩერდა. 90-იან წლებში აქ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სახელწოდებით "რეაქტორი". 2005 წელს ეს მიწები კერძო საკუთრებად შეიძინა ადამიანმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია. 5. ფუკუსიმა, იაპონია სეისმურმა ბიძგმა და 9 ბალიანმა მიწისძვრამ წარმოშვა ცუნამი, რომელმაც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რამაც გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში მასშტაბურობით მეორე, ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა. ქალაქი ოკუმა ერთ საათში გადაიქცა მოჩვენებად - ნაჩქარევად იქნა ევაკუირებული 150 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს სახლების დატოვება მოუხდათ მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ტანზე ეცვათ. 6. ზონა 51, ნევადა ზონა 51 ითვლება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტების ადგილად. სწორედ აქ ფიქსირდება ყველაზე მეტად ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ამბობენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებას კონტაქტი აქვს უცხოპლანეტელებთან 1950 წლიდან მოყოლებული. ამ ზონაში შესვლა დახურულია. ითვლება, რომ იქ იმდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა. მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის, რა არის ამ ადგილზე. 7. დებალცევო, უკრაინა ეს არის დონბასში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულ ჯარებს შორის სამხედრო დაირისპირების ადგილი. სწორედ ასე გამოიყურება მაღლიდან ადგილი, სადაც მოხდა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა. 8. ფერმა Smithfield Foods ტაპ ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინა დრონის საშუალებით გამოიჭირეს არაკეთილსინდისიერი ფერმერები. დააკვირდით ტბაში წყლის ფერს - ეს არის დაკლული საქონლის სისხლი. გარდა ამისა, ფერმერები წყალში ნაკელსა და სხვა ნარჩენებსაც ყრიდნენ, რამაც ინფექციის უპრეცედენტო წყარო წარმოშვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო გაჟონვას, რის გამოც მეზობელ ფერმებში მოსავალი განადგურდა. 9. ტესლას გიგანტური კოჭები, რუსეთი ეს კოჭები გასულ საუკუნეში ნიკოლა ტესლამ გამოიგონა - ამ მოწყობილობაში ხილული განმუხტვები რამდენიმე მეტრს აღწევს. ითვლებოდა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ მოწყობილობის დემონტაჟი მოხდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ასე არაა. ამჟამად იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, შესანიშნავად მუშაობს და გაუფრთხილებელ მაყურებელს შეიძლება დენმა დაარტყას. 10. შპიცბერგენი, ნორვეგია შპიცბერგენის კუნძულს დაახლოებით 40 000 კილომეტრის ფართობი აქვს და ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში იმყოფება. თუმცა საინტერესოა იგი სხვა რამით. 2007 წელს, ნორვეგიის ხელისუფლებამ აქ შექმნა Svalbard Global Seed Vault. ეს ერთგვარი ნოეს კიდობანია, რომელშიც ოპტიმალურ პირობებში ინახება მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა მცენარეების თესლები. მისი მიზანია შეინახოს და, შესაძლოა, აღადგინოს, პლანეტის იერსახე გლობალური ძვრების შემდეგ. ეს არის ობიექტში შესასვლელის ფოტო. უპილოტო აპარატების შემოსვლის შემდეგ მსგავსი არალეგალური ფოტოებისა და ბევრი სხვა პრობლემების გამო (მაგ. ხშირი გახდა დრონებისა და თვითმფრინავების შეჯახების შემთხვევები) აუცილებელი გახდა დრონების გამოყენების გარკვეული რეგულაცია. შესაბამისად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოში მსგავსი შეზღუდვები 2017 წლის 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და ითვალისწინებს შემდეგს: იკრძალება 122 მეტრზე მაღლა ფრენა, ამაზე მაღლა ფრენისთვის დრონის მფლობელებს სააგენტოს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ; იკრძალება შენობებთან 50 მეტრზე ახლოს ფრენა, თუ დრონის მფლობელი წინასწარ არ აიღებს ამისთვის ნებართვას; იკრძალება დრონით აეროპორტებიდან 6 კილომეტრის რადიუსში ფრენა და ადამიანის გადაყვანა. ქვემოთ უბრალოდ წარმოგიდგენთ რამდენიმე ულამაზეს ფოტოს, რომლებიც დრონის საშუალებითაა გადაღებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ფოტოების ავტორია ფოტოკორესპონდენტი, ამოს შაპლი. ერმიტაჟის პავილიონი, სანკტ-პეტერგურგი, რუსეთი საგრატ-კორის კათოლიკური ტაძარი, ბარსელონა დანგრეული კოლეჯი, აფხაზეთი ფორტ ბაურტანგი, ჰოლანდია ლოტოსის ტაძარი, ახალი დელი, ინდოეთი ტაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი ისევ ტაჯ-მაჰალი, გამთენიისას კაცხის სვეტი, საქართველო ასევე დაგაინტერესებთ: 1. სსრკ-ში საიდუმლოდ გადაღებული და 2015 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული ფოტოები 2. 5 ისტორიული ფოტო, რომლებზეც ახსნის გარეშე ვერაფრით მიხვდებით რა არის აღბეჭდილი. 3. სატირული პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა 4. ფოტოები, რომლებმაც ისტორიის შესახებ წარმოდგენა შეცვალეს 5. ჩარლი ჩაპლინის მონოლოგი, რომელმაც მთელი მსოფლიო დააფიქრა (+ვიდეო) 7476 8-ს მოსწონს
|