საზოგადოება "გამწარებული ხალხი მეორე ტურში უარესს გიზამთ.." 2018, 29 ოქტომბერი, 10:41
ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში ასევე ჟურნალისტ დინა მირცხულავას პოსტს აზიარებს და წერს:
"ქართულო ოცნებავ", რამე არასწორს წერს ეს გოგო? გაეცით და გაგვეცით პასუხი!
-დინა მირცხულავა- დაალაგეთ ახლა სახის ტერიტორიები, დაივარცხნეთ თმები, ცივი წყალი შეისხით, მიიბან - მოიბანეთ, გამოდით ხალხში და ბოდიში მოიხადეთ... მოგვიხადეთ ! ჩემით დაიწყეთ, დიახ, ჩემით... მე ბევრი ვარ, ძალიან ბევრი... ბევრი საზარბაზნე ხორცი ვიყავი, შეგახსენოთ- "ინფო 9" - ის გარეშე ხალხში გასვლა რომ გეშინოდათ?! მერე ჩემს მძღოლთან მიდით, ღამეებს რომ ათენებდა მანქანაში, რამე რომ არ მოეპარათ... მშიერს ვინ ჩივის და უფუნქციოდ დატოვეთ. ტაქსაობით ირჩენს ახლა თავს. იმ კაცთან მიდით, მთელი საარჩევნო დავიდარაბა რომ დაგილაგათ, ინვალიდი კაცია ის, იცით ჩემზე უკეთ, ახლა სად არის და რას აკეთებს და ღმერთი არავის გაუწყრეს, კითხვა არავინ დასვას - რატომ?! დაგვცინეთ, სულში გვაფურთხეთ, არსაიდან მოსულები დაასაქმეთ, ნაცები დააწინაურეთ. - ჩემთვის გიწვალიაო, დინა - მითამ წამეღადავა კიდეც ერთი მათგანი. ცამდე კი არადა, ცის იქეთაც მართალი იყო. უვიცები, გაუნათლებლები შეყარეთ საჯარო სამსახურებში, პასუხს რომ ვერ სცემენ მოქალაქეს და კაბინეტიდან კაბინეტში დარბიან საკითხავად, რა გიპასუხონ. ყელში მაქვს მაგათი სელფები კაბინეტებიდან. ქართული ოცნება შეაძულეთ ხალხს, გული აუყარეთ... მართლა მჯეროდა ცვლილებების, მართლა გულით ვაკეთებდი ჩემ საკეთებელს... მხოლოდ დეკორაციების ცვლილება წავიდა და სხვა არაფერი. მცხეთამ წააგო არჩევნები.ჩემმა ქალაქმა. ქალაქი, რომელიც დასანახავად ვერ მიტანს მე. არც ერთ კულტურულ საღამოსა თუ ღონისძიებაზე არასოდეს არავის გავხსენებივარ. თითქმის ყველა კუთხე მოვიარე ჩემი ნაჯღაბნებით და მცხეთას არასოდეს მივუწვევივარ. ეკალივით მესობა, მოვკვდები რომ არ დავწერო... მურმან ჯინორიამ სპექტაკლი ჩამოიტანა ჩემს ქალაქში და ორგანიზატორებმა თბილისიდან დამპატიჟეს... მაგარია ხო?! იცით რატომ?! იმიტომ რომ ჯემალას დაუჯერეთ, რომ დინამ წერა არ იცის, რომ დინა ქოცი არ არის და "ზნაჩიტ" ბუდეა, რომ დინა ცეზართან მუშაობდა... რომ სულხანას ცოლის დაქალი ბაღში უნდა დანიშნოთ, რომ გენოს ბიჭი წყალკანალში, რომ მალხაზას ცოლის და ბიბლიოთეკაში - იმიტომ რომ ეგენი ნაცები არიან ! და კიდევ ჯემალას წინამორბედს როგორ მოექეცით, მთელმა მცხეთამ იცის : - ფულს ვერ გპარავთ, ჭკვიანი კაცი ხარ და უნდა წახვიდეო. ჰოდა, წავიდა. იშშშ, ხო წავედით... გვაიძულეთ, გვაიძულეთ და იძულებით გაგემიჯნეთ... ათასი სატკივარით - ჩემს შვილს არ მოშივდეს, ძვლებამდე დამდნარი მამა ექიმთანაა მისაყვანი, დევნილების ფული მთელი წლის მაქვს აღებული და ა.შ. დაგვშალეთ უერთგულესი ხალხი, იდეის გარშემო შეკრებილები. მერე გამოდიხართ წინასაარჩევნოდ და მშიერი იმიტომ ხარ, მეტი არ შეგიძლიაო... თუ გადახდის ტრ***კი არა გაქვს, ვალი არ უნდა აიღოო. რა პრობლემაა?! კერძო მევახშეს, კერძო იპოთეკარებს გამიძლიერებ და სულ დამღუპავ...იმიტომ რომ იქაც წილი გერგება მერე. წაგებაზე იტყვით, რომ ეს დემოკრატიაა... და გამწარებული ხალხი მეორე ტურში უარესს გიზამთ... ერთი თავგადაკლული ქოცი გარბოდა დღეს არჩევნებზე - - 2012 - ში რომ დედიჩემისა ვჭამე, ის უნდა გამოვასწოროო... გამოიცანით, ვის შემოხაზავდა. ლარი ადეკვატურია...დოლარი ადეკვატურია, ეკონომიკა ადეკვატურია, გუგულა ადეკვატურია.... მე და ბევრი ვართ მარტო გიჟები და აბა ჰე - ტანკლი ტუნკლი ! ლოკონი გაისწორე, ბიჭო. ჯემალას მადლი გფარავდეს... ჩემი წილი სამშობლოც თქვენთვის მიჩუქნია... 83 2-ს მოსწონს |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com