საქართველო 3 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები - ყველაფერი უკვე გარკვეულია 2018, 28 ოქტომბერი, 20:28 3 ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ, ედისონ რისერჩმა და ევროპულმა საქართველომ ჩაატარა. მეორე ტურის დანიშვნა გარდაუვალია
ედისონ რისერჩი: ''შედეგები, რომელსაც ჩვენ გიჩვენებთ არის წინასწარი. ჩვენ გაჩვენებთ 4 საათით ადრე ჩატარებულ კვლევის შედეგებს. გარდაუვალია მეორე ტური''
სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს აქვს თანაბარი 40-40%. ცდომილება 2-3%. ჩატარებულია 115 საარჩევნო უბანზე. დათვლილია 10 000-ზე მეტი ბიულეტინი.
ცესკომ ხმის დათვლის პროცედურა უკვე დაიწყო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 17 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 17:00 სთ-ის მდგომარეობით ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 38.16% (1 337 284 ამომრჩეველი). „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში გაიხსნა ყველა, 55-ივე საარჩევნო უბანი და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მისივე თქმით, დღეს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, 20:00 საათზე დაიწყება ავღანეთის 2 საარჩევნო უბნის ბიულეტენების დათვლა. ავღანეთის ორივე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი დაუყოვნებლივ აიტვირთება ცესკოს ვებგვერდზე.
დაამტკიცე, რომ ხარ ყველაზე ინტელექტუალი(ტესტი) * რატომ არ უნდა დალიოთ კოკა-კოლა, რომელიც 21 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს? * * შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ ალექსანდრე მაკედონელს(ტესტი) * ნახევარი საუკუნის სტაჟის მქონე მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს
159 1-ს მოსწონს 1-ს არა |
.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ www.CashPay40.Com