x
image
ზოგადი განათლება
ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანია თავშესაფარს აღარ მისცემს

ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს გერმანია თავშესაფარს აღარ მისცემს


image


სოციალური ინფორმაციის გამავრცელებელი სააგენტო ''როიტერსი'' იუწყება გერმანიის ბუნდესტაგის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ბუნდესტაგი წარმოადგენს გერმანიის ქვედა პალატას, რომელმაც 18 იანვარს 4 ქვეყანა: მაროკო, ტუნისი, ალჟირი და საქართველო უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა. იმავე სხდომაზე ბუნდესტაგმა მხარი აღარ დაუჭირა ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მიცემას.


იმიგრაციის შეზღუდვას გერმანიაში განსაკუთრებით გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი და მემარჯვენე კანონმდებელთა ნაწილი მოითხოვდა.


ერთადერთი იმედი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეეძლოთ გერმანიისგან თავშესაფრის მიღება გერმანიის პარლამენტის ზედა პალატაზეა დამოკიდებული. ზედა პალატამ გასულ წელს დაბლოკა ქვედა პალატის გადაწყვეტილება ამავე საკითხზე. როგორც ''მწვანეები'' იუწყებიან ისინი კვლავ შეეცდებიან როგორმე კანონიერად უგულებელყონ/დაბლოკონ ქვედა ბუნდესტაგის გადაწყვეტილება.



შეგახსენებთ, რომ მრავალათასიანი მოქალაქეების მიღება გერმანიაში 2015 წელს ანგელა მერკელის მიერ მიღებული კანონპროექტით მოხერხდა.


ჩვენ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს თავშესაფრის საკითხზე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება.


ამავე თემაზე >>>გერმანიიდან საქართველოს 62 მოქალაქე გამოაძევეს


image



1
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
66
  
2019, 18 იანვარი, 23:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1