x
image
ზოგადი განათლება
გიორგი გახარია: სწავლა სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება! არც აკადემიური წელი ცხადდება!

image

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესი სკოლებში სექტემბრამდე არ განახლდება და დეტალურ პრეზენტაციას განათლების ამუშავების შესახებ საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გამართავენ.

ამის შესახებ პრემიერმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, არც აკადემიური წლის გამოცხადება იგეგმება და არც ეროვნული გამოცდების გაუქმება.

„განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, დიდი თემაა და ცალკე ვისაუბრებთ. აკადემიური წელი არ გამოცხადდება, განათლების სამინისტრომ შეძლო ეფექტურად გამკლავებოდა ამ გამოწვევას და ონლაინ სწავლების კუთხით სკოლებს და უმაღლესებში პროცესები წარმართა ეფექტურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

0
219
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0