სიახლეები რატომ არ უნდა დალიოთ კოკა-კოლა, რომელიც 21 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს? 2018, 26 ოქტომბერი, 8:07 არსებობს მოსაზრება, რომ კოკა-კოლას შეუძლია შესანიშნავად გაწმინდოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და როგორც სასმელი, არის შხამი ადამიანის ორგანიზმისთვის. ეს მოსაზრება უკვე ფაქტია, დადასტურებულია. თუკი ჩვენ შევადარებთ კოკა-კოლასა(PH- 2, 5) და წყლის(PH - 7) PH-ს, დიდ განსხვავებას შევამჩნევთ. კოკა-კოლის PH დონე ძალიან მიახლოებულია ბატარეის მჟავის დონესთან, რომელიც 1-ის ტოლია.
თავდაპირველად, გთავაზობთ გზებს, თუ როგორ გამოვიყენოთ კოკა-კოლა საწმენდ საშუალებად, დალევის ნაცვლად:⦁ კოკა-კოლას შეუძლია მოგაშოროთ თმაში ჩაწეპებული საღეჭი რეზინი ⦁ შეუძლია გაწმინდოს დამწვარი ტაფა ⦁ კოკას შეუძლია ამოაცილოს სისხლი დალაქავებული პერანგიდან ⦁ მისი დახმარებით შესაძლებელია ძველი მონეტების ზედაპირის განახლება-გაპრიალება ⦁ მჟავა, რომელიც კოკა-კოლას ნაწილია, კლავს ლოქორასა და ლოკოკინას ⦁ იგი ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა ჟანგის წინააღმდეგ ⦁ იგი ასუფთავებს უნიტაზს ნადებისგან ⦁ კოკა-კოლა ათეთრებს კბილის მინანქარს(თუმცა არარეკომენდებულია) ⦁ 2 ლიტრი კოკა-კოლა საკმარისია ყველაზე ბინძური აუზის გასაწმენდადაც კი ⦁ იგი აქრობს ქონით დალაქავებულ ადგილებს პერანგზე ⦁ კოკა აქრობს ნავთობიან ადგილებს იატაკიდან
*რა ხდება მაშინ, როდესაც ამის შემდეგაც სვამთ კოკა-კოლას?
*რატომ არ უნდა დალიოთ იგი?⦁ მასში შემავალი ფოსფორის მჟავა ბლოკავს შაქრის გარდაქმნას/აქტივობას კოკა-კოლის მიღებიდან 10 წუთის შემდეგ ⦁ ინსულინის დონე ორგანიზმში მნიშვნელოვნად იზრდება კოკა-კოლის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ ⦁ კოკა-კოლის მოხმარებიდან 45 წუთის შემდეგ ადამიანის ტვინი ასტიმულირებს ჰორმონ დოფამინს, რაც იგივე უარყოფით შედეგს იძლევა, როგორც ჰეროინი ⦁ კოკა-კოლის მოხმარების შემდეგ ორგანიზმიდან იდევნება კალციუმი შარდის სახით და მეტაბოლიზმის პროცესისათვის ორგანიზმი უფრო და უფრო მეტ კოკას გთხოვთ ⦁ კოფეინი, რომელსაც კოკა შეიცავს, 45 წუთის შემდეგ სისხლის დონეს მაღლა სწევს(კოკა-კოლას კოფეინი უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე ყავის შემადგენლობაში არსებული) მიუხედავად იმისა, რომ კოკა-კოლას ოფიციალურ გვერდზე სასმელში შემავალი შაქრის რაოდენობა მითითებულია, ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ 330 მლ კოკა-კოლა შეიცავს 35 გრამ შაქარს. 500 მლ კოკა-კოლა შეიცავს 13, 5 კუბ შაქრის ნატეხს. 750 მლ კოკა-კოლა 21 ჩაის კოვზი შაქრის მიღების ტოლფასია, ეს იმ ფონზე, როცა შაქრის დღიური ნორმა მისი მესამედია.თუ კი ბევრი რჩევის მიუხედავად, შენს თავს უსვამდი კითხვას ''რატომაც არა?'' - ახლა გაქვს პასუხი და უამრავი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დალიო იგი **ასევე საინტერესოა ***ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს*''მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს! ახალგაზრდობას ღუპავთ''*ღომი, ლობიანი, კუბდარი... ''გემოს მსოფლიო ატლასზე'' დაიტანეს*უმკურნალეთ შაკიკს,*საქართველო IQ-ს მაჩვენებლით მე-13 ადგილზეა; იხილეთ ქვეყნებისა და ცნობილი ადამიანების IQ*სალომე ზურაბიშვილს პოეტმა ლექსი მიუძღვნა*culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!*ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა*პირველი ქართველი ქალი, რომელმაც რობოტი მამაკაცი შეიძინა336 შეფასება არ არის
|