კულტურა ღომი, ლობიანი, კუბდარი... ''გემოს მსოფლიო ატლასზე'' დაიტანეს 2018, 20 ოქტომბერი, 0:19 ''გემოს მსოფლიო ატლასზე'' საქართველოც გამოჩნდა, ტრადიციული კერძებითwww.tasteatlas.com მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრადიციული კერძების და არა მარტო, ძალიან დახვეწილ და კლასიფიცირებულ სურათს წარმოგვიდგენს. აქ შეხვდებით თითოეული ქვეყნის სამზარეულოს, ინფორმაციას კერძების შესახებ, გავრცელების არეალს და სხვას.
საქართველო, კი საიტზე წელს გამოჩნდა და ქართული კერძების საკმაო რაოდენობითა და მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი. ეს კერძებია: ხინკალი, მეგრული და იმერული ხაჭაპური, საცივი, ლობიო, ბადრიჯანი, შოთის პური, კუპატი, მწვადი, ტყემალი, ჩურჩხელა, ბაჟე, მჭადი, ჩახოხბილი, გოზინაყი, ჩიხირთმა, ჩაქაფული, აჯაფსანდალი, ფხალი, ჯონჯოლი, კუჭმაჭი, ტოლმა, ფელამუში, ტყლაპი, ხაში, სოკო კეცზე, აჯიკა, ხარჩო, კუბდარი, ღომი, ხაშლამა, ლობიანი... გარდა ამისა, წარმოდგენილია ქართული კერძების ინგრედიენტები და მოსამზადებელი პროდუქტები.
ეს ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული კერძების გაცნობას უცხოელთათვის, უცხოური კულტურისათვის. ასევე გამოიწვევს დაინტერესებას ამ ქვეყნისადმი.პროექტის ''გემოს ატლასის'' მიზანიც სწორედ „ადგილობრივი“ სამზარეულოს პოპულარიზაციაა ტურისტებსა და გურმანებში, ასევე, მათი ინფორმირება, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ. აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ თითოეულ კერძს თავისი აღწერაც აქვს მითითებულ გვერდზე.მაგალითად ღომი
223 1-ს მოსწონს
|