განათლება ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა 2018, 10 ოქტომბერი, 18:03 ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებასსაქართველოში დასაქმებასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების ფონზე, სტუდენტებს პროფესიის დაუფლებასთან ერთად მუშაობაც ხშირად უწევთ. მათი მხრიდან შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრების მცდელობებს სხვადასხვა მიზეზი აქვს: ნაწილი მუშაობს იმისთვის, რომ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა შეძლოს, სხვების მდგომარეობა უფრო სახარბიელოა, რადგან ისინი მუშაობით პროფესიული გამოცდილების მიღებას/დაგროვებას ცდილობენ, ნაწილი კი სტუდენტობის პერიოდში საერთოდ არ მუშაობს.
სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73, 8%). 43, 5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.
დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. დასახელებულ მიზეზთა შორისაა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივიც (25, 3%), რაც ქართველი სტუდენტების მიერ შედარებით უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტების მხრიდან.
საქართველოში 2018 წელს 48 624 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდასტატუსშეჩერებული სტუდენტების 33, 5%-ს (16 294 სტუდენტი) სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეწყვეტილი. ამასთან, 65%-ის შემთხვევაში (31 761) სტატუსის შეჩერების მიზეზი უცნობია.ამავე წელს სტატუსი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს შეუჩერდა. როგორც უნივერსიტეტი აცხადებს: „ეს ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც" ასევე საინტერესოაculturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!საქართველოში ორმაგი მოქალაქეობა 41632-მა რუსმა, 2336-მა თურქმა, 1936-მა სომეხმა... ირანელმა, ბერძენმა, ყაზახმა... მიიღოუცნობი ქველმოქმედი, რომელმაც გოგოს ჯინსის ქურთუკის მოღიავებულ ჯიბეში ორი ოცლარიანი ჩადო და ბეწვზე მოასწრო დასახურ კარში გახტომაგასაოცარი საკვები, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას ააქტიურებს და გულს აჯანსაღებს''მის ტრანსგენდერის'' კონკურსში კესარია ლიდერობს! წაიკითხეთ ქართველების ენამახვილური კომები ყველა კონკურსანტის ფოტოზე129 შეფასება არ არის
|