დიეტოლოგია გასაოცარი საკვები, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას ააქტიურებს და გულს აჯანსაღებს 2018, 6 ოქტომბერი, 17:34 ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბევრი ხილი და ბოსტნეული უნდა მივირთვათ თუ გვსურს, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. მაგრამ ბევრ ადამიანს სწამს, რომ თუ რაიმე საკვები პროდუქტი ტკბილი ან გემრიელია, იგი აუცილებლად ვნებს ჩვენს ორგანიზმს, რაც არასწორი შეხედულებაა. თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი სიჯანსაღე და სასიამოვნო ფორმები თუ კი უფრო ხშირად მიირთმევთ კენკრას.კენკრა - ტვინის საწვავიყველა ხილი და კენკრა, განსაკუთრებით კი ჯემები შეიცავს ანთიოცინებს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ექსპერტები ამბობენ, რომ ანთიოცინები ამცირებს ოქსიდაციურ(ჟანგბადით გამოწვეული) სტრესს და ანთებას, ორივე მათგანი(ანთება და ოქსიდაციური სტრესი), კი ტვინის ნორმალურად ფუნქციონირებისა და მახსოვრობისთვის ცუდია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მიირთმევდნენ საშუალოდ ერთ ან მეტ ულუფა კენკრას (ამ შემთხვევაში შავ მოცვს) და ორ ან მეტ ულუფა მარწყვს, შემეცნებითი დაბერების პროცესი 2, 5 ჯერ უფრო ნელა მიმდინარეობდა, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ძალიან იშვიათად იღებდნენ კენკრას.
ხილი ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსხილს შეუძლია შეინარჩუნოს და გაახანგრძლივოს გულის სიჯანსაღე. კვებისა და მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ კალიუმის შემცვლელობა ხილში განაპირობებს და ხსნის კავშირს/პროპორციულ დამოკიდებულებას ხილის პერიოდულ მიღებასა და მაღალი არტერიული წნევის რისკის შემცირებას შორის.
გთავაზობთ აშშ-ს ეპიდემიოლოგიის დოქტორისა და ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორის, ერიკ რიმმის, დასკვნას:''სიმსუქნე და მაღალი წნევა გულის დაავადებათა ორ ძირითად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ხილის მიღება, კი ორივე დაავადების გავრცელების რისკს ამცირებს. სამედიცინო განხილვებმა აჩვენა, რომ გულის დაავადებების 20-25%-ით შემცირების მიზნით, საჭიროა 2 ულუფა სახამებლიანი ბოსტნეულისა და 2 ულუფა ხილის მიღება დღეში''
ანთიოცინები, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ, ჰიპერტენზიის რისკს 12%-ით ამცირებს იმ ადამიანებში, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად იღებდნენ კენკრასა და ხილს.გარდა ამისა, მაყვალი ''ხეთქავს'' პოლიფენოლებს, რაც ხელს უშლის, როგორც გულ-სისხლძარღვთა, ისე კიბოს უჯრედების განვითარებას. ''Rimm notes'' გვირჩევს: ''ნუ დაელოდებით შედეგებს! შენ თავად შეგიძლია შეამჩნიო ზეგავლენა 3 თვეში. გთხოვთ, მიირთვის მარწყვი''ჯანმრთელობის თემაზე:
10 საკვები პროდუქტი, რომელსაც ამერიკელი ექიმები გვირჩევენ, კიბოს განვითარების რისკს ამცირებს!ყავის საოცარი სამკურნალო თვისებები5 საკვები პროდუქტი, რომელიც საქართველოში პოპულარულია, სხვადასხვა ქვეყნებში კი აკრძალული!269 1-ს მოსწონს
|