x
image
დოზა26
აშშ-ში საეჭვო ამანათების გამგზავნი დააკავეს

image
ამერიკის შეერთებულ შტატებში საეჭვო ამანათების გამგზავნი პირი, 56 წლის ცეზარ სეიოკი ფლორიდაში დააკავეს. ინფორმაციას ამერიკელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის მთლიანობაში 12 საეჭვო ამანათის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო.image

მომხდარს გამოეხმაურა მსახიობი რობერტ დე ნირო და სამართალდამცველებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა ჭკვიან დაცვის თანამშრომლებს, ასევე სამართალდამცველებს იმისათვის, რომ ჩვენი დაცვა შეძლეს. არის ბომბზე უფრო ძლიერი რამ. ეს თქვენი ხმებია. ამიტომ, თქვენი არჩევანი უნდა გააკეთოთ“, - განაცხადა მსახიობმა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში პოლიტიკოსებისთვის გაგზავნილი ბომბები ინტერნეტში გავრცელებული ინსტრუქციით გააკეთეს. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში სახიფათო ამანათების სერიულ დაგზავნასთან დაკავშირებით თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა და განმარტა, რომ ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდა.

24 ოქტომბერს უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გააგზავნეს კლინტონების სახლში, CNN-ის ოფისში, ბარაკ ობამას ოფისში, თეთრ სახლსა და ნიუ-იორკის მერთან. მომდევნო დღეს საეჭვო ამანათი მსახიობ რობერტ დე ნიროს რესტორანშიც მიიღეს.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0