x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
სატაცური - ეს უნდა იცოდეთ!

სატაცური – ალბათ ყველამ იცით, რაოდენ გემრიელია, თუ მისი სწორად მომზადება შეგიძლიათ. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ამ მცენარის სასარგებლო თვისებებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!


სატაცური საკმაოდ ძველი და საინტერესო ბოსტნეულია, რომელიც მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. მას ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები და შუმერები მოიხმარდნენ. ამ მცენარის 200-მდე სახეობა არსებობს და აქედან 3 სახეობა გვხვდება საქართველოში. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია სამკურნალო სატაცური (Asparagus officinalis), რომელიც მოჰყავთ, როგორც ბოსტნის კულტურა და საკვებად გამოიყენებენ მის ქორფა, წვნიან ყლორტებს. სატაცურის ფესვები და ყლორტები, ალკალოიდ ასპრაგინის წყალობით, სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს.


image


სატაცური (Asparagus) – მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ლიანებია. მათი ფოთლები რედუცირებულია ქერქლებად, რომელთა უბეში ჯგუფ-ჯგუფად სხედან ნემსისებრი კლადოდიუმები (სახეცვლილი ღეროები). ზოგ სახეობას ფილოკლადიუმიც აქვს. ყვავილი პატარაა, ხშირად ცალსქესიანი. ნაყოფი კენკრაა. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 3. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (Asparagus officinaltis). იგი ფართოდაა გავრცელებული.


image


სატაცურის ზოგიერთ სახეობას დეკორატიული დატვირთვა გააჩნია. სატაცური ადრე გაზაფხულზე შემოდის და მისი შეგროვება უკვე მარტიდან შეიძლება. ჩვენ ნოემბერში წინასწარ ვისაუბრებთ სატაცურზე, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მარტამდე გაითვალისწინოთ (:)


image


როგორც ზემოთ ვახსენეთ, სატაცური ძალიან ძველი მცენარეა. ოდითგანვე იყენებდნენ სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად. ევროპულ ქვეყნებში, სადაც სატაცური მოიპოვება, ამზადებენ ძალიან გემრიელ სალათებს. სატაცურით შეზავებული სალათა, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი სიამოვნებაა.


image



სასარგებლო თვისებები:


ძალიან ღირებული საკვებია ორგანიზმისთვის, თუ სწორად გამოვიყენებთ. ასევე, იცავს ორგანიზმს იცავს მავნე მიკროორგანიზმებისგან.


ფსიქოლოგიურ დაავადებების წინააღმდეგ ეფექტურია - კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ექიმები გვირჩევენ რაციონში სატაცურის შეყვანას, მით უმეტეს, თუ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაწუხებს!


წმენდს სისხლძარღვებს - მისი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დადებითი თვისებაა. სეზონზე სატაცურის მირთმევით სისხლძარღვები 70% გასუფთავდება მავნე ნივთიერებებისგან!


გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ - წყლული კუჭის მტერია. თუმცა ხალხური მეთოდით, სატაცურს შეუძლია განგკურნოთ, რა თქმა უნდა, თუ ჯანმრთელი ორგანიზმის პატრონი ხართ!


გაციების და გრიპის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა - ზამთარში სატაცური ჭირს, თუმცა მისი შენახვა მარტივად შეგიძლიათ ზამთრამდე, რათა ზამთარში გაციების წინააღმდეგ ეფექტურია. სატაცური ანადგურებს ბაქტერიებს!


მცირებს ძვლის ტკივილებს - თუ ფიზიკურად მუშაობთ და ხშირად გაწუხებთ ძვლების ტკივილი, მაშინ სატაცური ამ პრობლემის აღმოფხვრაშიც დაგეხმარებათ!


ვიტამინები - არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. შეიცავს A, B, C ვიტამინებს და ბოჭკოებს. დაბალი პროცენტით კარბონიტრატს.



image


როგორ უნდა მივირთვათ?


როგორც ზემოთ ვახსენეთ, უმეტესწილად სალათებში იყენებენ. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ნამცხვრებშიც კი ურევენ. შეგიძლიათ მოამზადოთ სატაცურის სუპი ან შეწვათ კვერცხთან ერთად - ეს ყველაფერი რეკომენდებულია. ზამთრისთვის შეგიძლიათ დააკონსერვოთ და შეინახოთ.


image


აუცილებლად უნდა გაარჩიოთ სატაცური, მისი უხეში კვირტების მოხარშვა არ შეიძლება, მხოლოდ რბილი უნდა გამოიყენოთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სატაცურს უნდა მოერიდოთ, იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. რატომ უნდა ჩავაგდოთ მდუღარე რძეში ლეღვი?

image

2. ქვიზი - რამდენად კარგად იცით საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორია (ფეხბურთი)

image


3. "რას ნიშნავს იყო ბედნიერი" - ილუსტრაციები, რომლებიც წამიერად მაინც გაგაბედნიერებთ!

image


4. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ 6 კბილ შემწვარ ნიორს მიირთმევთ...?

image

5. 10 რამ, რისი გაკეთებაც 1 მილიარდ დოლარად შეგიძლიათ

image







0
1921
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1921
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0