სიახლეები რუსმა გამომგონებელმა "ბმვ"-ს და ავიაგამანადგურებლის "მიგ-23"-ის ჰიბრიდი შექმნა(ვიდეო) 2018, 25 ოქტომბერი, 17:21
ბლოგერმა -გამომგონებელმა როსტოვიდან იგორ ნეგოდამ 2017 წელს დაამზადა რეაქტიული ველოსიპედი, რითაც შეძლო საათში 72 კმ სიჩქარის განვითარება, მაგრამ გამომგონებელი ამით არ დაკმაყოფილდა და ამჯერად ხელისმომწერებს შესთავაზა BMW 3 -ზე ავიაგამანადგურებლის, - მიგ-23-ის ტურბო სტარტერი.
ძრავა ოსტატს ხელისმომწერებმა აჩუქეს, მან აგრეგატი შეაკეთა და შეაერთა ბმვ-ს სიჩქარის გადამცემს, ტექნიკური დეტალები ბლოგერმა ვიდეოში აღწერა, ავტომობილის ტესტირების დროს კაპოტიდან მეტრიანი ცეცხლის ალი ამოდის, რომელიც ბეტმენს ან ნებისმიერ ავტომრბოლელს შეშურდებოდა, ავტომობილს ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ხმა აქვს.
ამის შემდეგ ბლოგერმა BMW-ს სატესტო სვლა მოაწყო, ავტომობილში 50 ლიტრი ნავთი ჩაასხა, მანქანა წყნარად მიუახლოვდა გარაჟებს, თუმცა ხმა ისეთი ჰქონდა, გეგონებათ ავიაგამანადგურებელი აეროპორტს უახლოვდებაო, სვლა სულ რაღაც 10 წუთი გაგრძელდა, სიჩქარე იყო 50 კმ/სთ-ში.
- საწვავს ისრუტავს კოსმოსური მასშტაბით, მაგრამ რა ვქნა ბიჭებო? ეს ხომ გაზტურბინიანი ძრავაა"-აღნიშნავს იგორი.
იგორმა ტურბოვატომობილი 87კმ/სთ-ში სიჩქარით გააქანა მხოლოდ მეოთხე სიჩქარეზე, რადგან მეხუთეზე გაიჭედა და ვერ გადართო, ამის შემდეგ ბლოგერმა გადაწყვიტა დრიფტი მოეწყო, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ავტომობილის სალონი იმდენად გაივსო კვამლით, რომ იგორი კინაღამ გაიგუდა.
-ასეთი რამ არასდროს გამიკეთებია, თუმცა ცხოვრებაში ერთხელ ესეც უნდა სცადო-აღნიშნა ბლოგერმა.
აღსანიშნავია, რომ იგორ ნეგოდათი დაინტერესდა ამერიკული გამოცემა "The Drive", სტატიის ავტორი წერს, რომ მოსწონს ასეთი გიჟური ავტომობილები და ქედს იხრის მისტერ ნეგოდას წინაშე. იხილეთ სხვა ავტოსიახლეები334 4-ს მოსწონს
|