x
image
ზოგადი განათლება
NASA-ს ჰაკათონი აბასთუმანში და პროექტის გამარჯვებული - გამომგონებელი ქართველი სტუდენტები

პირველად საქართველოში, 19-21 ოქტომბერს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი - NASA International Space App Challenge გაიმართა. ეს პროექტი მსოფლიოს მაშტაბით 2012 წლიდან მოყოლებული ერთსა და იმავე დროს იმართება. მასში მონაწილეობა შეუძლია დამწყებ ან უკვე გამოცდილ ასტრონომებს, ინჟინრებს, პროგრამისტებს და ა. შ. მათი დავალება და პროექტის მიზანი ამჟამად დედამიწაზე არსებული გადაუჭრელი პრობლემების პრევენციისა და ინოვაციური გზების მოძებნაა.

image

საქართველო მასშტაბურ ჰაკათონში 2018 წელს ჩაერთო და მასში მონაწილეობა 50-მდე სტუდენტმა მიიღო.

*

წარმოგიდგენთ გამარჯვებულ გუნდებსა და მათ იდეებს

*


გუნდის წევრები: გიორგი ქაჩლიშვილი და ალექსი ღუდუშაური

შექმნილი პროექტი: ენერგიის შემნახველი ავზი

პროექტის ძირითადი შინაარსი: "დღეს კაცობრიობა ფართოდ იყენებს ლითიუმის ელემენტებს, რომლებიც ქიმიური რეაქციისგან მიღებული ენერგიის შემნახველი სისტემაა, ჩვენ კი წარმოვადგინეთ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ენერგიის შენახვას მექანიკურად ვახდენთ. ჩვენი მოწყობილობა შედგება ვაკუუმში ლევიტირებული მაგნიტებისგან, რომელიც წრიულად მოძრაობს. ენერგია კი სწორედ ამ მოძრაობაში ინახება. აღნიშნულ სისტემაში მაგნიტები გარემოსგან მაქსიმალურად იზოლირებულია, რის გამოც მასში ენერგიის შენახვა ძალიან დიდი დროის განმავლობაში შეიძლება. ჩვენ სისტემა სხვა მსგავსი მექანიზმებისგან იმით არის გამორჩეული, რომ მას გაცილებით დიდი რაოდენობის ენერგიის შენახვა შეუძლია. ჩვენს სისტემაში საუბარია არა მხოლოდ კილოვატებზე ან მეგავატებზე, არამედ გიგავატებზეც"

image

გუნდი: ხათუნა გოგუაძე და კიდევ 3 წევრი

შექმნილი პროექტი: საზოგადოებაში მეცნიერებისა და კოსმოსის მიმართ ცნობიერების ამაღლება

პროექტის ძირითადი შინაარსი: "კოსმოსიდან დედამიწა რადიოტალღებით მუდმივ რეჟიმში "იბომბება", თუმცა ეს სიგნალები ადამიანის ყურისთვის აღქმადი არ არის, ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც ამ სიგნალებს ხმოვან დიაპაზონში გარდაქმნის. თეორიულად შეიძლება, რომ ასეთი რადიოს მოსმენით ჩვენ უცხო ცივილიზაციების სიგნალის დაფიქსირებაც კი შევძლოთ, რადგან რადიოსიგნალებში დაშიფრული რაიმე მესიჯი ხმოვან ტალღებში გარკვეულ კანონზომიერებას მოგვცემს, რომლის შემჩნევას ყურითაც შევძლებთ"

image

*

ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული გახდა 2 პროექტი: ენერგიის შემნახველი ავზი და ტყის ხანძრების აღმომჩენი აპლიკაცია

*



გუნდის წევრები: ტატო კუტალიამ და ოთარ მამესწარაშვილი

შექმნილი პროექტი: ტყის ხანძრების აღმომჩენი აპლიკაცია

პროექტის ძირითადი შინაარსი: ჩვენი პროექტი ტყის ხანძრების ადრეულ აღმოჩენას ეხება, ამ აპლიკაციით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ ხანძრის პირველად კერას სურათი გადაუღოს, რის შედეგაც აპლიკაცია ტყის ხანძრის შესახებ ინფორმაციას შესაბამის სამსახურებში გზავნის, ეს საშუალებას იძლევა, რომ სამაშველო და სახანძრო სამსახურებმა აღნიშნულ კერაზე რეაგირება სწრაფად მოახდინონ. დაგროვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომავალში აპლიკაცია შეძლებს, რომ ხანძარსაშიში ზონების ადგილმდებარეობა ივარაუდოს"

image

*


გამარჯვებული პროექტები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ნასაში გადაიგზავნება, სადაც კვლავ მოხდება განხილვა და რამდენიმე საუკეთესოს არჩევა. გამარჯვებული პროეტის ავტორებს კი ექნებათ შესაძლებლობა იმოგზაურონ ნასაში და დაესწრონ რაკეტის გაშვების პროცესს.





*

*

ასევე საინტერესოა

*

*

*

ხალხური მედიცინა: ბროწეულის "ქერქის" ჩაი, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს

*

''მასწავლებლებო! ნუ წერთ ათიანებს! ახალგაზრდობას ღუპავთ''

*

ღომი, ლობიანი, კუბდარი... ''გემოს მსოფლიო ატლასზე'' დაიტანეს

*

უმკურნალეთ შაკიკს,

*

საქართველო IQ-ს მაჩვენებლით მე-13 ადგილზეა; იხილეთ ქვეყნებისა და ცნობილი ადამიანების IQ

*

სალომე ზურაბიშვილს პოეტმა ლექსი მიუძღვნა

*

culturetrip-მა 3000 ენიდან ქართული მსოფლიოს 10 უძველეს ენას შორის შეიტანა!

*

ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა

*

პირველი ქართველი ქალი, რომელმაც რობოტი მამაკაცი შეიძინა


0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0