x
image
_K_
ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ენა მსოფლიოში
image

დღეს მსოფლიოში 6 909 ცოცხალი სალაპარაკო ენა არსებობს, თუმცა, მათგან მხოლოდ 6%-ზე საუბრობს მილიონზე მეტი ადამიანი. რაც უფრო ჩვეულებრივი ხდება გლობალიზაციის პროცესი, უფრო მეტი ადამიანი ცდილობს უცხო ენების სწავლას სხვადასხვა მიზნებისთვის.


ამის გამო, გარკვეულ ენებზე მოლაპარაკე ხალხის რაოდენობა იზრდება. ხაზგასასმელია 10 ენა, რომელიც ამჟამად დომინირებს მსოფლიოში. გთავაზობთ ტოპ ათეულის სიას.


1. ჩინური/მანდარინი - 37 ქვეყანა, 13 დიალექტი, 1 284 მილიონი ადამიანი

2. ესპანური - 31 ქვეყანა, 437 მილიონი ადამიანი

3. ინგლისური - 102 ქვეყანა, 372 მილიონი ადამიანი

4. არაბული - 57 ქვეყანა, 19 დიალექტი, 295 მილიონი ადამიანი

5. ჰინდი - 5 ქვეყანა, 260 მილიონი ადამიანი

6. ბენგალური - 4 ქვეყანა, 242 მილიონი ადამიანი

7. პორტუგალიური - 13 ქვეყანა, 219 მილიონი ადამიანი

8. რუსული - 19 ქვეყანა, 154 მილიონი ადამიანი

9. იაპონური - 2 ქვეყანა, 128 მილიონი ადამიანი

10. ლანდა - 6 ქვეყანა, 119 მილიონი ადამიანი







ჩინური ენა

დღეს ჩინეთში 1.3 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ ენაზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს. ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის სიმრავლის გამო, ჩინეთში კიდევ ბევრი საინტერესო დიალექტი არსებობს. ყველაზე ცნობილი და პოპულარულია 4 დიალექტი: მანდარინი (898 მილიონი ადამიანი), ვუ (ასევე ცნობილი, როგორც შანხაური დიალექტი, 80 მილიონი ადამიანი), იუ (კანტონიზური, 73 მილიონი ადამიანი) და მინ ნანი (ტაივანური, 48 მილიონი ადამიანი).







რატომ საუბრობს ამდენი ადამიანი ესპანურად?


რადგანაც ესპანური რთული ენა არაა სასწავლად, ამიტომ აფრიკაში, აზიაში და ევროპაში ის მეორე ყველაზე გავრცელებულ ენად მიიჩნევა. ესპანური ენის პოპულარობას კოლონიზაციის პერიოდმაც შეუწყო ხელი. მეთხუთმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ესპანეთმა დაიპყრო სამხრეთ, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ნაწილი. ამერიკის შეერთეულ შტატებად ჩამოყალიბებამდე ტეხასი, კალიფორნია, ნიუ-მეხიკო და არიზონა მექსიკის შემადგენლობაში შედიოდნენ, რომელიც ესპანეთის ყოფილი კოლონიაა. ასევე, ესპანური გავრცელებულია ფილიპინებზეც, რომელიც ერთ დროს, ზემოთ ჩამოთვლილი შტატების მსგავსად, ესპანეთის კოლონია იყო.

ჩინურივით, ესპანურსაც ბევრი დიალექტი აქვს.







ინგლისური - მსოფლიო ენა

ინგლისურიც კოლონიალური ენა იყო: ბრიტანეთმა სხვა ქვეყნების კოლონიზაცია მე-15 საუკუნეში დაიწყო და მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე გააგრძელა. ინგლისური გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ინდოეთში და პაკისტანში, აფრიკაში და ავსტრალიაში.


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ ცნობილი გახდა ტექნოლოგიური და სამედიცინო ინოვაციებით. იმისთვის, რომ სტუდენტებს ამ სფეროებში მუშაობის მეტი შანსი ჰქონოდათ, ინგლისური უნდა ესწავლათ. გლობალიზაციასთან ერთად ინგლისური მსოფლიო ენა გახდა. გასაკვირი არაა, რომ მოგზაურებიც ყველაზე ხშირად ამ ენას სწავლობენ, რადგან ინგლისურად მოლაპარაკეს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით.

image




ასევე დაგაინტერესებთ:


1. გამოვლინდა 15 ყველაზე ინტერნეტდამოკიდებული ქვეყანა მსოფლიოში

image


2. ყველაზე საინტერესო დროშები მსოფლიოში

image


3. 14 ყველაზე უცნაური სამუშაო მსოფლიოში

image

1
774
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
774
  
2018, 22 ოქტომბერი, 18:19
ვაჰ რუსულად თუ 19 ქვეყანაში საუბრობდნენ არ ვიცოდი
0 1 1