საზოგადოება მაკა ზამბახიძე დედოფლისწყაროში, მეუღლის ოჯახში თათარაობაზე იმყოფება 2018, 20 ოქტომბერი, 19:24 ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე შემოდგომის თბილ დღეებს დედოფლისწყაროში ატარებს. ის ვიქენდზე მეუღლის, მიშო ნარიმანიძის სახლში, სოფელ ზემო ქედში იმყოფება. სწორედ ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა ძიუდოისტი მიხეილ ნარიმანიძე, რომელზეც მომღერალი ახლახან დაქორწინდა. დედოფლისწყაროში სტუმრობისას ის თათარაობას დაესწრო და ჩურჩხელის ამოვლების პროცესში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისი ფოტოები მაკამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავადვე გამოაქვეყნა. “ესეც ჩვენი შემოდგომა და ჩურჩხელები. ტკბილი ნაზიკო ბებო და გემრიელი სოფელი ზემო ქედი, " - წერს მაკა ზამბახიძე. შეგახსენებთ, დედოფლისწყაროელ მიშო ნარიმანიძეზე მაკა ზამბახიძე გასულ წელს დაქორწინდა. თუმცა, მომღერალი მეუღლის ვინაობას პრესასთან დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. მათი ერთობლივი ფოტოები ონლაინ მედიაში სულ ახლახან გასაჯაროვდა. ამავე თემაზე: “მაკა ზამბახიძე ცოლად “მისტერ დედოფლისწყაროს" გაჰყვა 3275 1-ს მოსწონს
|