x
image
გემი დალანდი
ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ: ნამდვილი სიყვარულია თუ უბრალოდ გატაცება
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი, რომელთაც სანდრა ლანგესლაგი ხელმძღვანელობს, დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ორი კომპონენტისგან შედგება: გატაცება და თვით სიყვარული. ზოგიერთ წყვილში ამ ორი კომპონენტიდან ერთი უფრო ჭარბობს. იმის გასარკვევად კი, თუ რამდენად სერიოზულია თქვენი გრძნობები, 20 კითხვისგან შემდგარ ტესტს გვთავაზობენ.

მოცემულ წინადადებებში, გამოტოვებულ ადგილას ჩასვით თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი. არ აქვს მნიშვნელობა, დიდი ხანია იცნობთ, თუ ახლახანს გაიცანით ერთმანეთი. შემდეგ კი თითოეული მათგანი 7 ბალიანი სისტემით შეაფასეთ, სადაც 1 ბალი ნიშნავს- კატეგორიულად არ ვეთანხმები და 7 ბალი-სრულიად ვეთანხმები.

image

1. როცა ........-ზე ვფიქრობ, შორს ვიყურები.მზერა მიშეშდება


2. ვგრძნობ, რომ ..........-ს შემიძლია ვენდო

3. მუხლები მიკანკალებს, როცა ............-ს გვერდით ვარ

4.მზად ვარ ჩემი ქონება ..........-ს გავუნაწილო

5...........-ს გარეშე თავს მარტოსულად ვიგრძნობდი

6. როცა ..........-ზე ვფიქრობ, ჭამა არ შემიძლია

7. ............-ზე ფიქრი ხელს მიშლის სამსახურში საქმეზე ვკონცენტრირდე

8. ............. ჩემთვისაა შექმნილი

9. როცა ..........-ს ვესაუბრები, მეშინია, რამე ისე არ ვთქვა

10. .........-მ ყველაფერი იცის ჩემ შესახებ

11. იმედი მაქვს, ჩემი გრძნობა .........-ს მიმართ არასოდეს შეიცვლება

12. როცა ............-ს გვერდით ვარ, ხელები მიოფლიანდება

13. ..............-სთან ემოციურ კავშირს ვგრძნობ

14. ............-ის სიახლოვეს როცა ვარ, დაძაბული ვარ

15. ...........-ს შეუძლია ჩემი დამშვიდება, როცა აღელვებული ვარ

16. დიდხანს ვერ ვახერხებ ჩაძინებას, რადგან ..........-ზე ვფიქრობ

17. .............-ის სიტყვებში ფარულ აზრს ვეძებ

18. ..............-ს შეუძლია ჩემი გაბედნიერება

19. ............. ჩემი სამომავლო გეგმების მოქმედი პირია

20. ............. -სთან ერთად უფრო მორიდებული ვხდები


ახლა, ცალკე გამოყავით 1, 3, 6, 7, 9, 12, 14, 16, 17, 20 შეკითხვები და მათი ქულები დააჯამეთ. ცალკე დაითვალეთ მეორე ჯგუფის -2, 4, 5, 8, 10, 11, 13, 15, 18, 19 -შეკითხვების ქულები.



შედეგები

პირველი ჯგუფის შედეგი გატაცების ხარისხს აჩვენებს, მეორე კი თქვენი წყვილის სიყვარულს.

* თუ გატაცების მაჩვენებლი 40-45 ბალამდე მერყეობს და სიყვარულის მაჩვენებელს უახლოვდება, თქვენ ჯერ არ იმყოფებით რომანტიკულ სტადიაში საყვარელ ადამიანთან. თქვენ უბრალოდ მასზე ოცნებობთ. თანაბარი შედეგები ურთიერთობის დასაწყისში იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ჯერ მყარი არ არის. ეს ჭეშმარიტი სიყვარული არაა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაგიაროთ.



image

*თუ გატაცება 20-30 ბალია, სიყვარული კი 50 ბალს ზემოთ, ან უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით, ან უკვე ერთად ცხოვრობთ. მაგრამ, თუ ცოტა ხანია რაც ერთმანეთს ხვდებით და ასეთი შედეგი მიიღეთ, ეს კარგია, რადგან მყარ კავშირზე მიუთითებს.


image

*თუ გატაცება-20 ბალია, სიყვარული კი 60-ზე მეტი, დიდი ხანია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ და ალბათ ცოლ-ქმარიც ხართ. წყვილები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაიცნეს ერთმანეთი, ასეთ შედეგებს იშვიათად იღებენ, მაგრამ თუ ასეთი გამონაკლისი აღმოჩნდით-გიხაროდეთ! თქვენი სიყვარული ნამდვილია და ნებისმიერ შტორმს გაუძლებს.


როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, რაც უფრო დაბალია გატაცების მაჩვენებელი და რაც უფრო იზრდება სიყვარული მაჩვენებელი, მით უფრო მყარი და ჭეშმარიტია სიყვარული. თუმცა, ისეც ნუ იზამთ, რომ გატაცების მაჩვენებელი 0-ზე ჩამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიყვარული მეგობრობად, რომანტიკას მოკლებულ ურთიერთობად გადაიქცევა.



0
201
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0