x
image
Yoona
Mediator image
26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ
image

რატომ ვკარგავთ ზოგჯერ იდენტურობას?

1.სხვა ადამიანის მოთხოვნილებებს პირველ ადგილზე ვაყენებთ. როცა სხვა ადამიანზე ფოკუსირებას ვახდენთ, საკუთარ თავს და მოთხოვნილებებს არ ვაფასებთ.

2.საკუთარ ფიქრებთან და გრძნობასთან კავშირს ვკარგავთ. ზოგჯერ იმდენად შეპყრობილი ვართ გარეგნული გასართობი საშუალებებით - საკვები, ალკოჰოლი, მობილური ტექნიკა, რომ ჭეშმარიტი მოთხოვნილებები, სურვილები, გრძნობები გვავიწყდება.


3.ცხოვრებისეულ გამოცდილებას და პიროვნულ ტრანსფორმაციას ერთი როლიდან (დედა, შვილი, მენეჯერი, ქმარი და ა.შ.) არ განვიცდით. არსით ვღებულობთ „როლი=მე“, მაგრამ ეს არასწორი რწმენაა. „მე“ გაგება ბევრად უფრო ფართოა. „მეს“ დაკარგვაზე შეიძლება გავლენა იქონიოს განქორწინებამ, პენსიაზე გასვლამ, სამსახურიდან გათავისუფლებამ, ახლობლის გარდაცვალებამ ან სხვა ტრავმის გამომწვევმა შემთხვევამ.

4.წარსული საქციელის გამო სირცხვილს და სინანულს გრძნობთ, ცდილობთ დაივიწყოთ, შედეგად „მეს“ ნაწილს „ასამარებთ“. ვიღაცამ გვითხრა, რომ ჩვენ ცუდი, უცნაური, უშნო, სულელი და არასაკმარისად კარგი ვართ. შესაძლოა, ჩვენ გვაკრიტიკებდნენ ან დაგვცინოდნენ ჩვენი გართობის გამო. და რაღაც მომენტში გადავწყვიტეთ, რომ დროა, გარშემო წრეს შეურთდეთ. ასე ჩვენი ნაწილი იკარგება.

წლის ბოლო - შეჯამების და პასუხების პოვნის დროა. გთავაზობთ შეკითხვებს, რომელიც თქვენი პიროვნების „ახალ“ აღმოჩენაში და საკუთარი თავის შეცნობაში დაგეხმარებათ. შესაძლოა საკუთარი თავი ახლიდან გაგაცნოთ კიდეც.

კითხვები საკუთარი თავის შესაცნობად:

1) რა არის ჩემი ძალა (ძლიერი მხარე, უპირატესობა)?

2) რა არის ჩემი მოკლევადიანი მიზანი? გრძელვადიანი?

3) ვინ არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი? ვინ არიან ჩემი ადამიანები?

4) რისი მრცხვენია? რატომ მრცხვენია? სიამოვნებისთვის რისი გაკეთება მიყვარს?

5) ამისგან რისი გაკეთებისთვის ვარ მზად?

6) რომელი ახალი საქმიანობა მაინტერესებს და რის საცდელად ვარ მზად?

7) რაზე ვნერვიულობ?

8) როგორია ჩემი ღირებულებები? რისი მჯერა? (მათ შორის პოლიტიკა, რელიგია, სოციალური საკითხები)

9) ერთი სურვილი რომ მქონდეს, რა იქნებოდა?

10) სად ვგრძნობ თავს სრულად უსაფრთხოდ?

11) ვინ ან რა მიქმნის კომფორტს?

12) მე რომ არ მეშინოდეს, მაშინ მე...

13) რა მიღწევებით ვამაყობ?

14) რა არის ჩემი ყველაზე დიდი წარუმატებლობა?

15) წლის რომელ დროს ვარ ყველაზე უფრო პროდუქტიული? როგორ უნდა მოვაწყო ჩემი ცხოვრება, რომ ბევრად ეფექტური იყოს?

16) ჩემს სამსახურში ყველაზე მეტად რა მომწონს? და რა არ მომწონს?

17) ჩემი შინაგანი კრიტიკა რას მეუბნება?

18) რას ვაკეთებ, რომ საკუთარი თავის და მოთხოვნილებების მიმართ ყურადღება და ზრუნვა გამოვხატო?

19) ინტროვერტი ვარ თუ ექსტროვერტი? ენერგიით ვივსები ადამიანების წრეში თუ მარტო ყოფნის დროს?

20) რითი ვარ გატაცებული? რის მიმართ ვიჩენ ვნებას?

21) რა არის ჩემი ყველაზე ბედნიერი მოგონება?

22) მაქვს თუ არა ოცნება? რას მეუბნებიან მის შესახებ?

23) რომელია ჩემი საყვარელი წიგნი? ფილმი? ჯგუფი? კერძი? ფერი? ცხოველი?

24) რის გამო მაქვს მადლიერების გრძნობა?

25) როცა ცუდ განწყობაზე ვარ, მე მომწონს...

26) ვიცი, რომ სტრესს განვიცდი, როცა...

ამ კითხვებზე პასუხი გაეცით და სრულყოფილების და შთაგონების გრძნობას შეიგრძნობთ. დღეში მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხის გაცემით ახალ წელს სრულად განახლებული პიროვნებით შეხვდებით.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე პასუხების წყვილში პრაქტიკა ერთმანეთთან უფრო დაგაახლოებთ.

0
752
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
752
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0