საზოგადოება „დაკრძალვიდან რამდენიმე კვირაში ექიმთან წავედი და ვცადე გამერკვია, რამდენად შევძლებ შვილის გაჩენას“ 2018, 18 ოქტომბერი, 22:43 მაია ასათიანი შვილის გაჩენის პერსპექტივაზე საუბრობს და ამბობს, რომ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაიტარა. ამ თემაზე ტელეწამყვანმა საკუთარ გადაცემაში გულწრფელად ისაუბრა. . „ჯერ კიდევ ნუცას ცხედართან ვიჯექი, ყველაზე რთული მომენტი ის იყო, რომ დედა აღარ ვიყავი. თუმცა, კიდევ შემეძლო დედა გავმხდარიყავი. ნუცას დაკრძალვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ წავედი ექიმთან და ვცადე გამერკვია, რამდენად შევძლებდი კიდევ ბავშვის გაჩენას. ამაზე დადებითი პასუხი მივიღე. მაგრამ რთულად მეჩვენება შვილის გაჩენა გარდაცვლილი შვილის სახელზე. მეშინია, რომ შვილს კიდევ რაიმე დაემართება. არასოდეს არ ვყოფილვარ ორსულად ნუცას გარდა...., “ - განაცხადა მაია ასათიანმა. 2576 შეფასება არ არის
|