x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ტრ@კს ნუ ათამაშებთ, რაა... ჩემი წყარო მოროშკინაც იყო“ - ელისო კილაძე

image
.

ლალი მოროშკინას განცხადებას, თითქოს მირზა სუბელიანს ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არაფერი ექნება, ჟურნალისტი ელისო კილაძე რეპლიკით პასუხობს და ირწმუნება, რომ ქრონიკა+ის რედაქციაში თავად ლალი მოროშკინა დადიოდა და კომპრომატების მიტანას ჰპირდებოდა. კილაძის მტკიცებით, მისი წყარო ლალი მოროშკინაც იყო.

.

„უი-ლალი მოროშკინა ამბობს "იმედზე" - არ არსებობს კომპრომატებიო.
აბა, თავად რა მასალები მოჰქონდა დასტა-დასტად"ქრონიკა+"-ში?!
გაგიმხელთ - სოზარ სუბარზე, მირზა სუბელიანზე და დიმა დარბაისელზე. ჩემი წყარო ლალი მაროშკინა(ც)იყო !
#წერტილი
და ტრაკს ნუ ათამაშებთ რა“
.
„ამოვიდა ყელში ამათი ყალბი კეკლუცობა... მირზა სუბელიანის ცოლი სტატუს-სტატუს ჩემს ლანძღვას ალაიქებს“. - აღნიშნავს ელისო კილაძე.
.
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანმა მისი გვარი ახსენა. ლალი მოროშკინამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა:
.
“ვინ არის მირზა სუბელიანი? მირზა სუბელიანი იყო წინა ხელისუფლების ჯარისკაცი. ის იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს პროკურორი – 26 მაისის საქმის პროკურორი. მაშინ მე ვიყავი უფლებადამცველი. ჩვენ ერთმანეთს ვეომებოდით. ახალი მთავრობა რომ მოვიდა და მირზა სუბელიანი აღმოჩნდა სამინისტროში, ცხადია, მე მქონდა შეკითხვები. მაშინ ვიფიქრე, ადამიანი, რომელიც იყო პროკურორი, როგორ იქნებოდა გენინსპექციის უფროსი.
,
მას აქვს ერთი კარგი თვისება, რასაც ვიფქრობს, გეუბნება და ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ ერთმანეთი გულზე არ გვეხატება. პირადულად არ მქონდა მასთან პრობლემა, თუმცა, ჩვენ გვქონდა პოლიტიკური დაპირისპირება. ჩემი ბოლო ზარი მირზა სუბელიანთან ფიქსირდება მანამდე, სანამ თავისი ფეხით მივიდა პროკურატურაში და წავიდა ციხეში. მე მას მოვუწონე საქციელი. ვუთხარი, გამაგრდი… ციხე ძალიან მძიმეა, მაგრამ შენ გადადგი გაბედული ნაბიჯი. მითხრა, ყველაზე ნაკლებად შენს ზარს ველოდებოდიო. მე დავპირდი რომ მას მოვინახულებდი… მე ძალიან მინდა მასთან შეხვედრა და მონახულება.
.
დიდი დეტექტივობა არ უნდა იმას, როდესაც სამი კაცია, ერთი იწერს. ციხე გაიწმინდა მოსასმენი აპარატურისგან და არ მგონია, რომ ჩაწერილი იყოს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. მირზა სუბელიანს ეს ყველაფერი არ უნდა აწყობდეს, რადგან ის არის მსხვერპლი… არსებობს ე.წ. სვანური ეთიკა, მორალი, რომელსაც ჩემი მხრივ პატივს ვცემ და გამოვრიცხავ, რომ მირზას აქვს რაიმე სახის კომპრომატი. არ აქვს! იმიტომ არ აქვს, რომ არ აგროვებდა კომპრომატებს. მისთვის სვანური, ოჯახური პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია. სვანები არ არღვევენ მთავარ პრინციპს – მათ ყველას აერთიანებთ სხვანაირი ვაჟკაცური სული. ვიცი, რომ მირზა არასდროს არ წავა და არ წასულა ყველაფერზე.
.
26 მაისი მოხდა იმიტომ, რომ ის იყო იმ მთავრობის ჯარისკაცი. შემდეგ იყო ამ მთავრობის ჯარისკაცი და პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას”, – განაცხადა მოროშკინამ.
image
0
1961
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1961
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0