სხვა როდის არის კოფეინი სასარგებლო? 2018, 16 ოქტომბერი, 10:47
ჩაი და ყავა, ისევე როგორც სხვა კარბონატული (ნახშირორჟანგის შემცველი) სასმელი და დესერტი, კოფეინს შეიცავს. ცნობილია, რომ ის სისხლის წნევას ზრდის და ინსომნიას იწვევს.
თუმცა, კოფეინი შეიძლება სასარგებლოც იყოს ჯანმრთელობისთვის: ✦ ის ეფექტური საშუალებაა ალცჰაიმერის (ყავის მოყვარულები 65%-ით ნაკლებად არიან მიდრეკილები ამ დაავადების განვითარებისკენ) და პარკინსონის დაავადების (ყავის მოყვარულები 32-60%-ით ნაკლებად არიან მიდრეკილები ამ დაავადების განვითარებისკენ) წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ✦ ის ამცირებს პირის ღრუს კიბოს რისკს, ასევე ღვიძლის ციროზის. ✦ ის ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს. ✦ ის ამცირებს თავის ტკივილს და ასთმას (თუმცა, ამ საკითხზე უთანხმოება არსებობს). ✦ ის ბუნებრივი ანალგეტიკია (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება). ყავა სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. ზოგს ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმოუდგენია, როცა სხვები თავს მშვენივარად გრძნობენ ამ სასმლის გარეშეც. გაითვალისწინეთ, მოზარდი ადამიანისთვის რეკომენდებულია დღეში არა უმეტეს 4 ფინჯანი ყავისა.ასევე დაგაინტერესებთ:1. როდის შეიძლება ღამით ჭამა და როდისაა ის საზიანო 2. თუ მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება გიწევთ, ეს 14 რჩევა თქვენთვისაა 346 2-ს მოსწონს
|