x
image
_K_
თუ მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება გიწევთ, ეს 14 რჩევა თქვენთვისაა
image

ზაფხულში ხშირად იმართება ქორწილები ან სხვა ღონისძიებები, სადაც ქალბატონებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მთელი დღით ტარება უწევთ. მართალია, ის ფეხს უფრო ლამაზსა და ელეგანტურს აჩენს, მაგრამ სინამდვილეში, რა რთული და მტკივნეულია მაღალქუსლიანის ტარება, ეს მხოლოდ ქალებმა იციან.


სტატიაში რამდენიმე რჩევასა და ხრიკს გთავაზობთ, რომელთა გამოყენების შემთხვევაში შეძლებთ, მთელი დღით ატაროთ საყვარელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და დაივიწყოთ ფეხის ტკივილი.








1. მოათავსეთ ფეხსაცმელი საყინულეში


მოათავსეთ ფეხსაცმელი საყინულეში 30 წუთით. ამის შემდეგ, როცა ჩაიცვამთ, შეამჩნევთ, რა კარგად მოერგება ცივი ქსოვილი თბილ ფეხს. შეგიძლიათ, ფეხსაცმელში წყლით სავსე პარკებიც ჩადოთ და ისე მოათავსოთ საყინულეში. ცივი წყალი ფეხსაცმელს ცოტათი გაწელავს კიდეც.


image








2. წინდები და ცხელი წყალი


ბამბის წინდები ცხელი წყლით დაასველეთ და ახალი ფეხსაცმლის შიგნით ჩაიცვით, მანამ, სანამ გარეთ, საზოგადოებაში გახვალთ. ფეხსაცმელი ცოტათი გაიწელება, თქვენს ფეხს მოერგება და იმდენად აღარ შეგაწუხებთ.

image









3. ორმხრივი წებოვანი ლენტი (სკოჩი)


ორმხრივი წებოვანი ლენტის ერთი ნაწილი ტერფზე მიიკარით, მეორე კი - ფეხსაცმელზე, ის ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

image









4. გამოიყენეთ სპეციალური ჩასაფენები


სპეციალური ჩასაფენები, რომლებიც პაწაწინა წინდებს ჰგავს, შეგიმცირებთ ტკივილს და ხელს შეუშლის ბებერების წარმოქმნას. თუ ღია ფეხსაცმელი გაცვიათ, სცადეთ სილიკონის ჩასაფენები, ის არ ჩანს, მაგრამ იგივე ეფექტი აქვს, რაც ნაჭრისას.

image








5. დამატენიანებელი კრემი


ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმამდე დამატენიანებელი კრემის წასმით შეიძლება თქვენი ფეხი დაიცვათ ხახუნისგან, ბებერებისგან და ტკივილისგან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფეხსაცმელი ახალი და ვიწროა.

image








6. ბავშვის პუდრა


თუ სახლში ბავშვის პუდრა გაქვთ, სცადეთ მისი გამოყენება. ის ხელს შეუშლის ჭარბ ოფლიანობასა და ფეხის სრიალს, შეამცირებს ხახუნისა და შესაძლო დაზიანებების რისკს.

image








7. ლეიკოპლასტი თითებისთვის


უბრალოდ, მეორე და მესამე თითი ლეიკოპლასტით ერთად დაამაგრეთ, დაწოლის წნევა რომ შეამციროთ მათ შორის არსებულ ნერვზე, რაც შემდეგ ტკივილს იწვევს.

image








8. არ გაიხადოთ ფეხსაცმელი


თუ ქუსლიანმა ძალიან გატკინათ ფეხი, მაშინაც კი არ გაიხადოთ. ცოტა ხნით იგრძნობთ შვებას, მაგრამ, როცა კვლავ ჩაიცვამთ ფეხსაცმელს, უფრო გეტკინებათ ფეხი.

image








9. ჯერ სახლში ჩაიცვით მაღალქუსლიანი


სანამ გარეთ ჩაიცვამთ, მანამდე ერთი კვირით მაინც სახლში ატარეთ ახალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ასე ფეხსაცმელს შეეგუებით და ისიც უკეთ მოგერგებათ.

image








10. დეოდორანტი


სანამ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ, ხახუნის ადგილებში ბურთულიანი დეოდორანტი წაისვით, რათა თავიდან აიცილოთ ხახუნისგან გამოწვეული ტკივილები და დისკომფორტი.

image









11. არ გაჩერდეთ!


თუ სიარულისას ძალიან გტკივათ ფეხი, მაშინაც არ შეჩერდეთ და ეცადეთ, გააგრძელოთ გზა. თუ ერთ ადგილას დადგებით, უფრო მეტ ტკივილს იგრძნობთ. შეგიძლიათ, დაჯდეთ და ცოტა ხნით დაისვენოთ კიდეც, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, არ გაიხადოთ ფეხსაცმელი!

image








12. მოუარეთ ტერფებს


თუ დახეთქილი ქუსლები ან მაზოლები გაქვთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამ პრობლემებს უფრო გაგირთულებთ და მეტ ტკივილს მოგიტანთ. ამიტომაც, ტერფებზე ზრუნვა აუცილებელია!

image








13. შეარჩიეთ შესაფერისი ფეხსაცმელი


თუ მაღალქუსლიანი მანამდე არასდროს გცმიათ, პირველივე ჯერზე წვრილქუსლიანის ყიდვას ნუ გადაწყვეტთ. მართალია, ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ აუცილებლად გატკენთ ფეხებს. ამიტომ, ჯერ უფრო დაბალი და ფართოქუსლიანი იყიდეთ და ნელ-ნელა შეეჩვიეთ სიარულს.

image








14. პირველადი დახმარების ნაკრები


თუ დარწმუნებული არ ხართ, რამდენად კომფორტული იქნება თქვენი ახალი ფეხსაცმელი, უბრალოდ, თან იქონიეთ რამდენიმე ლეიკოპლასტი. თუ ქუსლიანი ფეხს გატკენთ, ეს ნივთი ნამდვილად გადაგარჩენთ და შვებას მოგგვრით.

image






image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. ქალის ორგანიზმისთვის ყველაზე საჭირო ვიტამინი

image



2. 12 ჰიგიენური შეცდომა, რომელსაც ყოველდღე უშვებთ

image



3. როგორ ვუმკურნალოთ დახეთქილ ქუსლებს სახლის პირობებში

image



0
362
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0