სხვა დედამ ძლიერი სეტყვისგან დაზიანებულ მანქანაში თავის მცირეწლოვანი შვილი სიკვდილისგან იხსნა 2018, 13 ოქტომბერი, 20:26 ავსტრალიის შტატ კვისლენდში ახალგაზრდა ქალმა ძლიერი სეტყვისგან იხსნა საკუთარი მცირეწლოვანი ქალიშვილი.
23 წლის ფიონა სიმპსონს ძლიერმა სტიქიამ გზაში მოუსწრო, წვიმა ისეთი ძლიერი იყო, რომ გზა აღარ ჩანდა და იგი იძულებული გახდა ავტომობილი გვერდზე გადაეყენებინა."ჩემს წინ ვერაფერს ვხედავდი, გზზე დახაზული ზოლებიც კი არ ჩანდა"-იხსენებს მომხდარ ინციდენტს ფიონა.მასთან ერთად ავტომობილში იჯდა მისი ოთხი თვის ქალიშვილი და 78 წლის ბებია.
უცებ გაისმა მსხვრევის ხმა, სიმპსონმა უკან გაიხედა და დაინახა, რომ ავტომობილის უკანა შუა ჩაიმსხვრა, სეტყვა და წყალი ერთდროულად შემოვარდა მანქანის უკანა სავარძელზე, სადაც მისი თვეების გოგონა იწვა, ახალგაზრდა ქალი გადავიდა უკნა სავარძელზე და სხეულით დაფარა საკუთარი ქალიშვილი, ამ დროს მეორედ გაისმა მსხვრევის ხმა და ამჯერად სეტყვამ ავტომობილის წინა შუშა ჩაამტვრია, ახლა ბებიას შეექმნა პრობლემები, რომელიც წინა სკამზე იჯდა, თუმცა ფიონას მისი დახმარება აღარ შეეძლო.
ისინი სახლში მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც სეტყვამ გადაიღო, შოკისგან ფიონას სხეული გაუფიჩხდა და ვერ გრძნობდა, რომ ზურგი მთლიანად დაჟეჟილი და ჩალურჯებული ჰქონდა.
ბებიაც დაზარალდა, მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარა, პატარა გოგონას რამდენიმე მცირე ზომის კოპი დააჩნდა.
653 4-ს მოსწონს
|