x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არშემდგარი სახელმწიფო"-რუსი ბლოგერის პოსტი აფხაზეთზე
image

რუსმა ბლოგერმა და მოგზაურმა არტურ შიგაპოვმა აფხაზეთში მოგზაურობის შემდეგ გამოაქვეყნა პოსტი სათაურით "ნამდვილი ქვეყანა 404"(არშემდგარი სახელმწიფო).


"25 წლის მოპოვებული თავისუფლება აფხაზეთისთვის უკუღმა შემოტრიალდა. ამ ერს არ შეუძლია საკუთარი სახელმწიფოს აშენება და განწირულია შთანთქას მისმა მეზობლებმა - რუსეთმა ან საქართველომ."-წერს ბლოგერი.

image


"ასეთი არც თუ მანუგეშებელი დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ნებისმიერმა საღად მოაზროვნე ადამიანმა, რომელიც ეწვევა ამ უცნაურ, შავი ზღვისპირა კვაზი-სახელმწიფოს, რომელსაც პრაქტიკულად არ აღიარებს არავის მსოფლიოში. მე გადავკვეთე რუსული-აფხაზური პირობითი საზღვარი მათი გამარჯვების დღეს. პირობითად - იმიტომ, რომ ჩემი რუსული პასპორტი მხოლოდ ჩვენს საგუშაგოზე შემოწმდა. აფხაზური მხრიდან, პასპორტით არც არავინ დაინტერესებულა."

image

არტურ შიგაპოვი შემდეგ აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომი დიდი ხნის წინ დასრულდა, აფხაზეთმა "წარმატებას მხოლოდ ქალაქების სახელწოდების შეცვლაში მიაღწიეს-სოხუმი გახდა-სუხუმ, ხაჭაპური-ხაჭაპურო".


ადგილობრივების მთავარი დევიზია - "ჩვენ ვართ პატარა ღარიბი ქვეყანა და მხოლოდ იმას გავაკეთებთ, რაც პირველ რიგშია საჭირო". როგორც ჩანს სავარაუდოდ პირველი რიგის აუცილებლობა არის ვინმეს ქონების უკანონოდ მიტაცება და ლუქსი მანქანების შეძენა. ისინიც აქ აშკარად უხილავი არიან, ხშირად გაჩერებული ღატაკ კვარტლებში".


image

ბლოგერი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დედაქალაქში ასე თუ ისე ერთადერთი გამართული გზატკეცილია, დანარჩენი გზები მოაგონებს რუსეთის ჩვეულებრივი მიმართულების გზებს და საერთო აფხაზეთში არ არსებობს ინფრასტრუქტურა და სოხუმი მოაგონებს 90-იანი წლების უბადრუკ რაიონულ ცენტრს, -მაგალითად რესპუბლიკური სტადიონი.

image

"როგორც ჩანს, ქართული ქვედანაყოფების უკან დახევის შემდეგ გაანადგურეს ყველაფერი და დატოვეს მყარად დანაღმული ცარიელი ბოთლები. ახლა საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგ, აქტიური აფხაზი მუტრუკები სხედან და განიხილავს რა უნდა გააკეთონ"-ირონიულად წერს ავტორი.

image

ბოლოს დასკვნის სახით ავტორი აღნიშნავს, რომ კარგი ცხოვრების ნიშნები მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს 500 მეტრის რადიუსში შეიმჩნევა.

image

წარსულში აფხაზეთის მაშინდელმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაპირისპირებოდა. მისი თქმით, გაყარეს ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარი და არაფერი გაუკეთებიათ უკან მათ დასაბრუნებლად, არც ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და თუნდაც საზღვრის გახსნისთვის: "ამის ნაცვლად ყველა თავის წვრილმანი პრობლემის მოგვარებას ცდილობს, ფიქრობენ რომ დიდი მეზობელი როგორმე დაეხმარებათ, გამოკვებავს მათ, შემდეგ კი "ვნახოთ რა იქნება". რუსული პასპორტი ყველას ჯიბეში უდევს.

image



0
353
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0