ქალი და მამაკაცი "უხეშად მოხდა ყველაფერი,მაგრამ ის არ ყვიროდა"-SPIGEL-მა რონალდუს ჩვენება გამოაქვეყნა+ვიდეო 2018, 10 ოქტომბერი, 14:23 ![]() გერმანელმა ჟურნალისტებმა და Football Leaks-ის ანონიმურმა ჰაკერებმა გამოჩხრიკეს 2009 წლის ინციდენტის დეტალები, რის შემდეგაც პორტუგალიელ ფეხბურთელს ამერიკელი მოდელის კეტრინ მაიორგას გაუპატიურებაში ედება ბრალი. 2009 წელს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლას-ვეგასის ღამის კლუბში(იხილე ვიდეო) გაიცნო ამერიკელი მოდელი კეტრინ მაიორკა, რის შემდეგაც წყვილი სასტუმრო Palms Place-ში დაბინავდა. მოგვიანებით სპორტსმენმა განაცხადა, რომ მათ შორის სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი იყო. თუმცა, როგორც გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გაარკვია, რონალდუს ადვოკატები დატრიალდნენ და ისე ქნეს, რომ ეს ინციდენტი მიჩქმალულიყო, ქალს კი დუმილისთვის 375 000 დოლარი გადაუხადეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაიორგამ 8 წლის შემდეგ მაინც გადაწყვიტა ხმის ამოღება. ![]() მოგვიანებით კეტრინ მაიორგამ აღნიშნა, რომ სწორი ნაწლავის ტრავმა მიიღო. ამის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ სწორი ნაწლავის ტრავმა კეტრინმა თვითნებურად მიიყენა და გაუპატიურების შესახებ განცხადება მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შეიტანა. გარდა ამისა გაქრა კაბა, რომელიც იმ ღამით ეცვა. როგორც ცნობილია ამ ინციდენტის გახმაურების შემდეგ რონალდუ ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს, იგი გამოტოვებს მატჩს 11 და 14 ოქტომბერს პოლონეთის და შოტლანდიის წინააღმდეგ.ასევე იტალიის წინააღმდეგ, რომელიც ნოემბერში გაიმართება. 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლას-ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. 277 3-ს მოსწონს
|