თევზეული როგორ მოვამზადოთ თევზის ღვეზელი 2018, 7 ოქტომბერი, 22:25
ისიც კი, ვისაც თევზი არ უყვარს, აუცილებლად დააფასებს გემოს, რომელიც პეროგს შიგთავსის სახით ანიჭებს. ეს ცილოვანი გამომცხვარი კერძი სხვანაირად აღიქმება.
თევზის პეროგი
ცომის ინგრედიენტები
2 ჭიქა რძე 1 პაკეტი მშრალი საფუარი 4 ჭიქა ფქვილი 2 კვერცხი 2 ს/კ შაქარი 180 გრ კარაქი 1 ს/კ მცენარეული ზეთი 1 ჩ/კ მარილი შიგთავსის ინგრედიენტები 600 გრ სუდაკის ფილე (შეგიძლიათ ზღვის თევზით ჩაანაცვლოთ) 200 გრ საგოს მარცვლეული (შეგიძლიათ ჩვეულებრივი ბრინჯით ჩაანაცვლოთ) 3 თავი ხახვი მარილი, წიწაკა გემოვნებით მომზადება 1. თბილ რძეში საფუარი გახსენით. 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ და ნარევი 10 წუთით გააჩერეთ. 2. კვერცხი 1 ს/კ შაქარში ათქვიფეთ. შემდეგ გახსნილ საფუარს დაუმატეთ. 3. ფქვილი გაცერით, თხევადი მასა, წინასწარ გამდნარი კარაქი, ზეთი და მარილი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ და 30 წუთით ამოსაყვანად გააჩერეთ. 4. ნახევარი საათის შემდეგ ცომი აზილეთ და კვლავ დატოვეთ გვერდზე. 5. შიგთავსის მომზადება დაიწყეთ. ხახვი ნახევარ მთვარის ფორმებად დაჭერით და მცენარეულ ზეთში ოქროსფერი ფერის მიღებამდე შეწვით. 6. მარცვლეული მოხარშეთ და შემდეგ ხახვში აურიეთ. 7. თევზის ფილე წვრილად დაჭერით. 8. ცომი ორ ნაწილად გაყავით. თითოეული ერთნაირი ზომის ფორმებად გააბრტყელეთ. 9. პირველი ფენა ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე დააფინეთ. ზემოდან თანაბარ ფენად მოხარშული მარცვლეული მოაყარეთ, შემდეგ ფილეს ნაჭერი, მარილი და წიწაკა მოაყარეთ. შემდეგ ცომის მეორე მეორე ფენა დააფარეთ. პეროგის კუთხეები შეაერთეთ. 10. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. ეს საკმაოდ მარტივი თევზის პეროგია, რომლის მომზადებას ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს. გემრიელად მიირთვით! 106 შეფასება არ არის
|