x
image
რუსუდან ნადირაშვილი
უამინდობის გამო სათაფლიას აღკვეთილში ვიზიტორთა მიღება შეწყდა

image

.

უამინდობამ პრობლემები შეუქმნა ტურიზმის სფეროსაც. იმერეთის რეგიონში რამდენიმე ტურისტულმა ობიექტმა მუშაობა შეაჩერა.
.
ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ადასტურებს. სათაფლიას აღკვეთილში ძლიერი ქარის გამო დღეს დილიდან შეჩერებულია ვიზიტორთა მიღება.
.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, სათაფლიას ტურისტულ ბილიკებზე ჩამოცვენილია ხის მოტეხილი ტოტები და ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მათივე ცნობით, ვიზიტორთა მიღება განახლდება სამუშაოების დასრულების შემდეგ.
.
ტურისტული ობიექტი „სათაფლია“ ქუთაისის მახლობლად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა, სადაც სათაფლიის მღვიმე და დინოზავრის ნაკვალებია არის დაცული.
.
ძლიერმა ქარმა იმერეთის სხვა რაიონებიც აზარალა. ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედთან" მისასვლელი გზა ჩაკეტილია. გზის ჩაკეტვა ძლიერი ქარის შედეგად მოთხრილმა ხემ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა გზა არ გახსნილა. ადგილობრივები მომხდარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
.
7 ოქტომბერს ამინდის გაუარესების თაობაზე ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წინასწარ გაავრცელა. მათი ცნობით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დღეს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მ/წმ–ში იქნება. ასევე, გორი–სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17–22 მ/წმ–შია მოსალოდნელი.
.
ბოლო დღეებში უამინდობამ ხეები მოგლიჯა დედაქალაქშიც, დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანაც.
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0