საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ის ფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერ, არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა. ნიკამ პირველ სეტში მეტოქეს ანგარიშით – 6:4 სძლია, ჰქონდა უფრო დიდი უპირატესობით მოგების შანსი თუმცა 1-ბრეიკით აჯობა მეტოქეს. რაც შეეხება მეორე სეტს, ქართველმა ჩოგბურთელმა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ უშეცდომო თამაშის ხარჯზე მოახერხა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელის დამარცხება, ანგარიშით 4:4-ზე ბასილაშვილმა მეტოქეს დაუბრეიკა, რის შემდეგაც საკუთარი მოწოდება შესანიშნავად მოიპოვა და ჩინეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ეს ნიკას კარიერაში მეორე ტიტულია, მან 2018 წელს ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის მოგებაც მოახერხა.