85 წლის ასაკში ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო AFP იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, კაბალიე ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის სექტემბრის შუა რიცხვებში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მომღერლის ჯანმრთელობა 2012 წელს გადატანილი ინსულტის შემდეგ გაუარესდა, რის შემდეგაც ის პერმანენტულად მკურნალობას გადიოდა.