საზოგადოება ინტერპოლის პრეზიდენტი იძებნება -- სად გაუჩინარდა მენ ჰუნვეი? 2018, 5 ოქტომბერი, 22:26
.
საფრანგეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა ინტერპოლის პრეზიდენტის გაუჩინარების საქმეზე ოფიციალური გამოძიება დაიწყეს. როგორ სააგენტო Reuters-ი წერს, პოლიციას ინტერპოლის პრეზიდენტის მენ ჰუნვეის ცოლმა მიმართა.
.
ლიონში მცხოვრები მენ ჰუნვეის ცოლის თქმით, ის ქმარს სექტემბრის ბოლო დღეებიდან ვერ უკავშირდება. მისი თქმით, ის ბოლოს ჩინეთში გამგზავრების წინ ნახა. . 64 წლის მენ ჰუნვეი - ჩინეთის მოქალაქეა. 2016 წელს ინტერპოლის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე ის ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე იყო. . ინტერპოლის გაუჩინარებული პრეზიდენტის მენ ჰუნვეის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post-ი წერს. ამავე ცნობით, მენ ჰუნვეი ჩინეთში ჩაფრენისთანავე დაკითხვაზე გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად სად იმყოფება ინტერპოლის პრეზიდენტი და რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 42 შეფასება არ არის
|