პროფილაქტიკა 10 ფაქტი საკვები პროდუქტების შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ 2018, 5 ოქტომბერი, 10:14 თითქოს, ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი ვიცით, იმ პროდუქტების შესახებ, რომელსაც მოვიხმართ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ყურადღებით ვკითხულობთ შეფუთვაზე მოცემულ ინფორმაციას. მაგრამ, არსებობს ათობით ფაქტები, რომელსაც შეუძლია, რომ ჩვეულებრივ პროდუქი ახლებურად დაგანახოს: წინა საუკუნესთან შედარებით, ბროილერის ქათამმა ძალიან მოიმატა წონაშიუკანასკნელი 60 წლის მანძილზე, ქათმები «ძალიან გაიზარდნენ», განსაკუთრებით გაეზარდათ ზოგიერთი ნაწილი, კერძოდ — მკერდი და ბარკლები. ბევრი თვლის, რომ ამის მიზეზი ჰორმონებია, რომლითაც წიწილებს «ბერავენ». მაგრამ მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ ეს «აკრძალული პრეპარატების» გამოყენების კი არა, – გაუმჯობესებული მოვლის, სწორი კვების და დროული აცრების შედეგია. გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა ქვეყნების უმრავლესობაში დაშვებულიამსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, გენმოდიფიცირებული პროდუქტების მოყვანა აკრძალული არ არის, რადგან დღემდე არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ასეთ პროდუქტს ზიანი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ნამდვილი ბალზამიკოს ძმარი იაფი ვერ იქნებანამდვილი ბალზამიკო (ყურძნის ძმარი) ახლადგამოწურული ყურძნის წვენისგან მზადდება. მისგან ჯერ ბადაგს ამზადებენ და წლების მანძილზე (მინიმუმ 3 წელი) კასრში ინახავენ. საუკეთესო ხარისხის ძმრის შენახვის ვადა — 100 წელია, რაც, რა თქმა უნდა, ფასზეც აისახება. ასე, რომ, ყურძნის ნამდვილი ძმარი, 2-3 დოლარი ვერ ეღირება! ჩინური სამკითხაო ორცხობილასამკითხაო ორცხობილა ჩინურ სამზარეულოსთან ასოცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ მითია და ჩინეთში მისი ნახვა, ნამდვილად რომ შეუძლებელი იქნება. სინამდვილეში, ის იაპონური წარმომავლობის ამერიკელმა სამ-ფრანცისკოში შექმნა. გვინდა თუ არა მწერებით ვიკვებებითსაკვები საღებავი კარმინი, რომელიც ასევე ცნობილი, როგორც საკვები დანამატი E120, გამოიყენება პროდუქტისთვის წითელი ფერის მისანიჭებლად. მაგრამ, ბევრისთვის უცნობია, რომ მას კარმინის მჟავისგან იღებენ, რომელსაც მდედრი კოშენილი (ჭიაფერი) გამოიმუშავებს. პომიდვრის საწებლის (კეტჩუპი) შემადგენლობაში, შეიძლება პომიდორი არ იყოს
ნახვრეტები კრეკერზე
შეფუთვაზე მითითებული კალორიულობა, შეიძლება ზუსტი არ იყოს
ზოგიერთი პროდუქტი შეიძლება მალე გაქრეს
ზოგიერთი სახეობის ვაშლი, — რომელსაც უფრო მკაცრი ზამთარი ესაჭიროება, ვიდრე ბოლო პერიოდში არის. ავოკადო — მისი მოყვანა არარენტაბელურია, რადგან მცენარეს დიდი რაოდენობით წყალი ესაჭიროება. თაფლი — კლიმატის ცვლილების გამო, ფუტკრის პარაზიტები მრავლდებიან. გარდა ამისა, ფუტკარს ზიანს ჰერბიციდები და ინსექტიციდებიც აყენებს, რომლითაც ფერმერები მინდვრებს ამუშავებენ. შოკოლადი — მეცნიერების განცხადებით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, კაკაოს ხარისხი საგრძნობლად დაეცემა, მოსავალი კი 2-ჯერ შემცირდება. საღეჭ კანფეტებში ის ცვილი შედის, რითაც ავტომობილებს აპრიალებენ (პოლირებას უკეთებენ)
654 2-ს მოსწონს
|