შესანახი პროდუქტები ტომატი და პომიდვრის საწებელი 2 X 1 – ში (უმარტივესი რეცეპტი) 2018, 1 სექტემბერი, 9:08 ქვემოთ მოცემული მასალით, 23-25 ლ. პომიდვრის საწებელი გამოდის, რომელიც კერძების მომზადებისას (შეგიძლიათ წყალში გააზავოთ, პროპორციით – 1:1), ცოცხალი პომიდვრის მაგივრობას წევს. შეგიძლიათ მასალა პროპორციულად შეამციროთ ან გაზარდოთ. ![]() მასალა: პომიდორი - 30 კგ. წითელი ბულგარული წიწაკა - 30 კგ. ნიორი - გემოვნებით (0, 5 კგ-ს ფარგლებში) დაფქული მწარე წიწაკა - გემოვნებით მარილი - გემოვნებით **** ასევე დაგჭირდებათ: 1. ალუმინის ქვაბი, ისეთი სიმაღლის, რომ მორევისას, კოვზი ქვაბის ძირს მისწვდეს; 2. ხის კოვზი (გეძელი) 6. რეზინის ხელთათმანები (სქელი) მომზადება: I. დაფცქვენით და წვრილად (კუბიკებად) დაჭერით პომიდორი ან დააბლენდერეთ > მოათავსეთ ალუმინის ქვაბში > დადგით ცეცხლზე და დროდადრო ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას (ქვაბი უნდა იყოს დაბალი და განიერი ან კოვზი გრძელი, რომ ქვაბის ძირს კარგად მისწვდეს). პომიდორი იმდენ ხანს უნდა ადუღოთ, ვიდრე ზედმეტი წვენი არ აორთქლდება და მასა არ შესქელდება. III. როდესაც პომიდორი შესქელდება, ჩაასხით გატარებული ბულგარული წიწაკა ქვაბში. ამის შემდეგ, მასა გათხელდება > გააგრძელეთ დუღილის პროცესი, იქამდე, ვიდრე ისევ არ შესქელდება. IV. დაამატეთ მანქანაში გატარებული ნიორი, დაფქული წიწაკა და მარილი. V. შენელების შემდეგ, ადუღეთ 10-15 წუთი. IV. ცეცხლი არ გათიშოთ და ისე ჩაასხით სტერილურ ქილებში > ქილა, მასის ჩასხმამდე, ქვაბიდან ამოსულ ორთქლზე გააჩერეთ 30 წამი, ქილა რომ არ გასკდეს > ჩასხმისთანავე დაახურეთ თუნუქის სახურავი > როდესაც მთლიანად გაანაწილებთ მასას, მოხუფეთ (მოხუფვა იმ ქილით დაიწყეთ, რომელშიც საწებელი პირველად ჩაასხით).
ტომატის უნიკალური რეცეპტი, რომელიც სადილების მოსამზადებლად გამოიყენება და საწებელადაც ვაშლის მშრალი და ძალიან არომატული მურაბა
1050 10-ს მოსწონს
|