x
image
ზოგადი განათლება
ბასილაშვილმა პეკინის ტურნირში 1-ლი შეხვედრა მოიგო და 1/8 ფინალში მოხვდა

ბასილაშვილმა პეკინის ტურნირში 1-ლი შეხვედრა მოიგო და 1/8 ფინალში მოხვდა

image



ამჟამად პეკინში, ATP-ის „500“ კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს დღეს, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდა. ნიკოლოზმა მოწინააღმედეგე სამ სეტში 6-7 7-5 6-2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა.




image





შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 31-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრია.





დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ერთხელ როჯერ ფედერერთან და ორჯერ რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერვე დამარცხდა.



image



ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 1 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის ტურნირი (მეორე დონის ტურნირები მამაკაცთა ჩოგბურთში) და 10 ITF Futures-ის (მესამე დონის ტურნირები) ერთეულთა თანრიგში. 2018 წლის 10 სექტემბერს, ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში უმაღლეს პოზიციაზე – 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველ ჩოგბურთელს ორჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები – ჩეხი ტომაშ ბერდიხი 2016 წელს და ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2017 წელს.





რეიტინგი ასე გამოიყურება




image









1)ყავა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს


2)ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ

3)საინტერესო ფაქტები მომაჯადოვებელ ინდოეთზე


4)რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში?


5)პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს


6)ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა







გადადით ლინკზე, აირჩიეთ და გააკეთეთ თქვენთვის საინტერესო ქვიზები >>> საინტერესო ქვიზები









0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0