სხვა „ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ 2018, 22 სექტემბერი, 21:07 „ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ
მგზავრები ''ღამის ავტობუსში'' როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვას შეძლებენ.
„მარშრუტი მოიცავს ქალაქის კულტურულ ცენტრებს, სადაც პარასკევსა და შაბათს ყველაზე დიდი აქტივობაა. მათ შორისაა აბანოთუბანი, ახალი აღმაშენებლის გამზირი. ეს არის საპილოტე პროექტი. ჩვენ დავაკვირდებით ავტობუსზე მოთხოვნას და მარშრუტებთან დაკავშირებით შესაბამისი კორექციებიც იქნება. წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება ზუსტი სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ტრანსპორტირება გვჭირდება თბილისში ღამის პერიოდში“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.
ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.ღამის ავტობუსი შემდეგ გაჩერებებზე გაჩერდება:
⦁ მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“; ⦁ ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი „გუდვილი“); ⦁ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა; ⦁ ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა; ⦁ სტადიონი „დინამო არენა“; ⦁ დავით აღმაშენებლის გამზირი #106; ⦁ პირველი რესპუბლიკის მოედანი; ⦁ მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“; ⦁ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. „კონკა“; ⦁ ევროპის მოედანი; ⦁ ვახტანგ გორგასალის ქ. #7 - აბანოებთან; ⦁ დოდაშვილის მოედანი; ⦁ მეტროსადგური „ისანი“; ⦁ მეტროსადგური „ვარკეთილი“.
ახალი მარშრუტი, რომელიც „ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა, ფუნქციონირებას დღეიდან დაიწყებს.
პროდუქტები, რომლებიც კიბოს განვითარების რისკს ამცირებსსაჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები შეიცვალასაინტერესო სიახლეები იხილეთ აქ277 შეფასება არ არის
|