სხვა მამაკაცი, რომელმაც დიღომში კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა გარდაცვლილი იპოვეს 2018, 25 სექტემბერი, 8:04 მამაკაცი, რომელმაც დიღომში კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა გარდაცვლილი იპოვესდიმიტრი ტატიშვილი - ჰუმანური პიროვნება, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვნეს. მას მეუღლე და 4 შვილი დარჩა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ პიროვნებამ თავი რამდენიმე თვის წინ დაგვამახსოვრა, დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის მან საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ. თავად დიმიტრი ტატიშვილი ამ ამბავზე ამბობდა:"4 შვილი მყავს. ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუა ღამეს ავაწყვეთ, რომ არ ენახათ. დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო". ასევე იხილეთ: 1)ყავა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს2)ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ3)საინტერესო ფაქტები მომაჯადოვებელ ინდოეთზე4)რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში''?5)პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს6)ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა175 1-ს მოსწონს
|