ჩოგბურთი ბასილაშვილმა პეკინის ტურნირში 1-ლი შეხვედრა მოიგო და 1/8 ფინალში მოხვდა 2018, 2 ოქტომბერი, 15:17 ბასილაშვილმა პეკინის ტურნირში 1-ლი შეხვედრა მოიგო და 1/8 ფინალში მოხვდა![]() ამჟამად პეკინში, ATP-ის „500“ კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს დღეს, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელ ჯეკ სოკს შეხვდა. ნიკოლოზმა მოწინააღმედეგე სამ სეტში 6-7 7-5 6-2 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. ![]() შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი – ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი 31-ე ჩოგანი, საქართველოს დეივისის თასის ნაკრების წევრია. დიდი სლემის ტურნირებზე ბასილაშვილს ერთხელ როჯერ ფედერერთან და ორჯერ რაფაელ ნადალთან აქვს ნათამაშები, სადაც იგი სამჯერვე დამარცხდა.![]() ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში ATP-ის 1 ტურნირი მოიგო. 2018 წლის 29 ივლისს, მან გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა და გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება შეძლო. მას ასევე მოგებული აქვს 5 ATP-ის ჩელენჯერის ტურნირი (მეორე დონის ტურნირები მამაკაცთა ჩოგბურთში) და 10 ITF Futures-ის (მესამე დონის ტურნირები) ერთეულთა თანრიგში. 2018 წლის 10 სექტემბერს, ბასილაშვილმა კარიერაში ერთეულთა თანრიგში უმაღლეს პოზიციაზე – 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. ქართველ ჩოგბურთელს ორჯერ ჰყავს დამარცხებული რეიტინგში ტოპ-10-ის ჩოგბურთელები – ჩეხი ტომაშ ბერდიხი 2016 წელს და ავსტრიელი დომინიკ ტიმი 2017 წელს. რეიტინგი ასე გამოიყურება![]() 1)ყავა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს შეიცავს2)ეს საკვები პროდუქტები სიმსივნისგან დაგვიცავენ3)საინტერესო ფაქტები მომაჯადოვებელ ინდოეთზე4)რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში?5)პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს6)ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობაგადადით ლინკზე, აირჩიეთ და გააკეთეთ თქვენთვის საინტერესო ქვიზები >>> საინტერესო ქვიზები55 შეფასება არ არის
|