საქართველო "..ყველაფერი მისაღებია, რაც ერის მორალურ ქსოვილს აზიანებს ყველაფერი გამოსაყენებელია. და ამის მერე უბრალოდ იკავებ ამ ქვეყანას..." 2018, 2 ოქტომბერი, 11:17 "ის, რაც ხდება, გააზრებული გეგმის ნაწილია, მგონი ყველა ხვდება...მეთოდების და ხერხების უკან მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესები დგას, რომელიც რეალიზდება აგენტურის მეშვეობით. ნებსით თუ უნებლიეთ ისმის კითხვა, რატომ ცდილობენ ნებისმიერი აბსურდული, უზნეო, ქართული ტრადიციული მენტალიტეტის და ზნეობისათვის უცხო წესის თავს მოხვევას საზოგადოებაზე ყველა მიმართულებით?... მიზანი ერთია – ყველაფრის აბსურდამდე დაყვანა, ქართველში პროტესტის გრძნობის ჩაკვლა - საშუალო სტატისტიკური ჩმორის ჩამოყალიბება, რომელიც შემდგომ უპროტესტოდ მიიღებს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და უკანასკნელი მეძავივით გაუგორდება მტერს....თუნდაც ნარკოტიკების ე.წ. დეკრიმინალიზაცია ავიღოთ..."გირჩი" რომ სახელმწიფო მანქანის პროდუქტია, ეჭვი კიდევ ვინმეს ეპარება? ნებისმიერ პირს მარიხუანა რომ პირდაპირ ეთერში დაეთესა, მოეწია, რელიგიური სექტა ჩამოეყალიბებინა, "მღვდლები" ეკურთხებინა და 7000-ზე მეტი წვევამდელი დეზერტირად ექცია, რას უზამდნენ, როგორ ფიქრობთ???? აი როგორ წარმოაჩენს დასავლეთში გაქცეული რუსული ფსბ-ს მაღალჩინოსანი, იური ბეზმენოვი გეგმას, რომელიც ფაქტიურად რეალიზდება საქართველოში: “..ბრძოლის ველზე ომის გამართვა ყველაზე სულელური და პრიმიტიული ხერხია ბრძოლისა. უმაღლესი დონის ბრძოლა ისაა, რომ ფიზიკურ ომში ჩაბმის მაგიერ ძირი გამოუთხარო ყველაფერს შენს მტერ სახელმწიფოში - იქნება ეს ზნეობრივი ტრადიციები, რელიგია, ავტორიტეტისა და ლიდერების პატივისცემა, კულტურული ტრადიციები - მოკლედ, ყველაფერს. დაუპირისპირე ერთმანეთს შავკანიანი და თეთრკანიანი, მოხუცი და ახალგაზრდობა, მდიდარი და ღარიბი, და ა.შ. - არ აქვს მნიშვნელობა - ყველაფერი გამოდგება, რაც აფორიაქებს საზოგადოებას - ყველაფერი მისაღებია, რაც ერის მორალურ ქსოვილს აზიანებს - ყველაფერი გამოსაყენებელია. და ამის მერე უბრალოდ იკავებ ამ ქვეყანას - როდესაც ყველაფერი ძირგამოთხრილია, როცა ქვეყანა დეზორიენტირებული და დაბნეულია, როცა ქვეყანა დემორალიზებული და დესტაბილიზებულია - მაშინ კრიზისი უკვე სახეზეა." - თამაზ ჯოლოხავა 66 შეფასება არ არის
|