პროზა ქალი – ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომა 2018, 3 ოქტომბერი, 13:56 ❞ქალი ყოველი არსის გვირგვინია. - გოეთე
ქალი საოცარი ნაერთია სიჯიუტისა და თავგანწირულობის; ქმრის გულისთვის იგი დასთანხმდება თავი წააჭრან, ოღონდ თმები არა. - ჟ. პოლ სარტრი
ქალების გარეშე ყოფნა ისევე შეუძლებელია, როგორც მათთან ცხოვრება. - არისტოფანე
მამაკაცს სურს, ქალისგან შექმნას ცოდვილი ან ანგელოზი: ცოდვილი – რათა მასთან გაერთოს, ანგელოზი იმისთვის, რომ ქალს უყვარდეს და დარწმუნებული იყოს მის ერთგულებაში, მაგრამ ქალი ამსხვრევს ამ გეგმებს, ვინაიდან მისთვის არც ცოდვა არსებობს და არც სიწმინდე. - ა. გოლონი
❞ჭეშმარიტად, ქალის სიყვარული უფრო საშიშია, ვიდრე მისი სიძულვილი. - ი. გრიშაშვილი ყველა ქალს სხვაზე ლამაზი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ სარკე გამოიგონეს. - ო. იოსელიანი ❞ეშმაკი ვერაფერს გააწყობს, თუ დედაკაცი ხელს არ შეუწყობს. - იაპონური ანდაზა ამქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის ალერსს რომ დასჯერდეს. - ფ. დე ლაროშფუკო ❞ქალის სიცოცხლე მარადიული ძიებაა იმისა, თუ ვის დაემონოს. - თ. დოსტოევსკი ქალი სიყვარულში არფას ჰგავს, თავის საიდუმლოს ანდობს მხოლოდ მას, ვინც მასზე კარგად უკრავს. - ო. დე ბალზაკი❞ქალებს წარმოდგენა არ აქვთ, რაოდენ უსაზღვროა მათი სიკეკლუცე. - ფ. დე ლაროშფუკო მეუფება სიტურფისა და მშვენიერებისა წარმავალია, ხოლო სათნოება თავის დღეში არ გარდავა. - ავრემონტი ❞საყვარელი ქალი არ ბერდება. - მ. გორკი ძალიან ლამაზი ქალები სიბერისას ძალიან ბრიყვები არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზები იყვნენ. - ვ. კლიუჩევსკი ❞მხოლოდ ქალს შეუძლია შეაჩეროს დრო... დროებით. - ი. ბულატოვიჩი ამქვეყნად ცოტაა პატიოსანი ქალი, რომელსაც თავს არ აბეზრებდეს თავისი პატიოსნება. - ფ. დე ლაროშფუკო ❞ქალი რომელიც ბიჭებს დასდევს, დასანდობია? სახრჩობელაზე დაკიდული ვაჟი სჯობია. - ესპანური ანდაზაქალისთვის 18 წლამდე აუცილებელია კარგი მშობლები, 19-დან 35-მდე – კარგი გარეგნობა, 35-55-მდე – კარგი ხასიათი, შემდგომ – კარგი ფული. - ს. ტაკერი ❞ქალმა თქვა – მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში. - ო. დე ბალზაკი თუ ორი კაცი და ერთი ქალია, ყველაფერი რიგზეა. თუ ორი ქალი და ერთი კაცი შეიყარა, შეიძლება ქალებმა ერთმანეთი დაჭამონ. - გ. პერესი ❞რა ძნელია თვალი გავუსწოროთ საყვარელ ქალს მას შემდეგ, რაც მას სხვასთან ვუღალატეთ. - ფ. დე ლაროშფუკო კოცონზე დაწვის ღირსია ქალი, ვინც თავის უბიწოებას ფულზე გაცვლის, ხოლო ვინც სიყვარულის გამო მოიქცევა ასე, ასეთი ქალი ღირსია შენდობისა, არც ისე ულმობელი მოსამართლის თვალში. - ჯ. ბოკაჩო ❞ყველგან და ყოველთვის ქალის უპირველესი ღირსება იყო თავდაჭერილობა. - ნ. კარამზინი ქალების უმეტესობას პრინციპი არ გააჩნია: ისინი გულის კარნახს ემორჩილებიან და მათი საქციელი დამოკიდებულია იმ მამაკაცზე, რომელიც უყვართ. - ჟ. დე ლაბრიუერი ❞გასათხოვარი ქალი ანგელოზია და ვაი, თუ ეშმაკად იქცა. - ს. ბიოვი ქალი, რომელიც ფლობს მრავალ ღირსებას, ვიღაც აუცილებლად გაექცევა, ხოლო თუ მას არ გააჩნია ღირსებები, ის თავისით გაექცევა საკუთარ თავს. - მოპასანი. ❞მსახიობი ქალი უფრო მეტია, ვიდრე ქალი, ხოლო მსახიობი კაცი უფრო ნაკლები, ვიდრე კაცი. - ჩეხოვი. მამაკაცმა რამდენი ცუდიც არ უნდა იფიქროს ქალზე, ნებისმიერი ქალი მასზე გაცილებით ცუდს იფიქრებს - შამფორი.❞ერთგული მხოლოდ ძაღლია, ქალი – არასოდეს. - კლეოპატრა წარმოუდგენელია ქალი, რომელმაც თუ სინამდვილეში არა, ფიქრებში მაინც არ უღალატოს საყვარელს. - ჭ. ლომთათიძე ❞თუ სიტყვა ქალის სილამაზეს ეხება, მისი შედარება გველთან სულ არ არის უხერხული. - ო. იოსელიანი სტატისტიკის მიხედვით ქალები მამაკაცებზე მეტს ცოცხლობენ. ეს იმიტომ, რომ მათ ძალიან დიდი დრო სჭირდებათ, სანამ 30-ს მიაღწევდნენ. - ბ. კროსბი ❞99 შემთხვევაში ქალი ნამდვილი ბრიყვივით იქცევა, მაგრამ მეასედი მამაკაცზე ეშმაკი აღმოჩნდება ხოლმე. - ა. კრისტი ქალები საოცარნი არიან, სწორედ რომ საოცარნი: ერთნი ცდილობენ და თავიანთი გააქვთ, სხვები ტირიან და თავიანთი გააქვთ, მაგრამ ყოველთვის თავიანთი გააქვთ... - მ. ლარნი ❞იშვიათობა ამშვენებს არა მარტო ქალის სილამაზეს, ყოველ საგანს, ყოველ არსებას. - კ. გამსახურდია ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც მის სილამაზეს შეუძლია. - ეფრაიმ ლესინგი ❞ლამაზი ქალი დღეს შენია, ხვალ – სხვისიო. - ხალხური ანდაზა ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ ხოლმე მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში. - ჰალდი ოსტერი ❞ყველაზე მცირე, რასაც ქალი მოგცემს, მისი სხეულია. - ვ. ჰიუგო ქალისთვის საკმარისია ერთი მამაკაცი, ყველა მამაკაცს რომ გაუგოს. კაცი შეიძლება, უამრავ ქალს იცნობდეს, მაგრამ ერთსაც ვერ გაუგოს. - როულენდი. “აი ახლა გახდა სამყარო სრულყოფილი”, – ასე ფიქრობს ყოველი ქალი, ოდეს სიყვარული ეუფლება. - ნიცშე არ დაქორწინდეთ ქალზე, რომელთანაც ცხოვრება შეიძლება. დაქორწინდით მასზე, ვის გარეშეც ცხოვრება არ შეიძლება. - ჟვანეცკი. ❞ცოლს მზითვად თბილი გული და გაწონასწორებული ხასიათი უნდა მოჰყვეს. - ა. თავაძე ბუნებამ უთხრა ქალს: იყავი მშვენიერი – თუ შეგიძლია, იყავი ბრძენი – თუ გსურს, მაგრამ კეთილგონიერი უსათუოდ უნდა იყო. - პ. ბომარშე ❞მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა. - ი. მანი ქალი პატიოსანი და უპატიოსნოც, საბრალოა; სიყვარულშიც საბრალოა და სიძულვილშიც, ღალატში და გაუტანლობაში ხომ ცოდვაა და ცოდვაა. - ო. იოსელიანი❞სიყვარული ქალის მთელი სიცოცხლეა და მხოლოდ ერთი ეპიზოდი კაცის ცხოვრებაში. - ჟ. პოლ სარტრი მამაკაცს ყოველთვის უნდა, ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები უფრო შორს მიდიან და უნდათ, მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი იყვნენ. - ო. უაილდი ❞ზოგი კაცი მხოლოდ იმიტომ იყვარებს ქალს, რომ ამდენი სმენია სიყვარულზე. - ფ. დე ლაროშფუკო ქალის ბუნების არსია სურვილი, რომ მოგვეწონოს და სურვილი, რომ გვიბრძანოს. ეს მეორე პირველის მიზანია. - პოპი❞ხშირად ქალი მარტოდენ იმიტომ იბუტება, რომ ხელახლა შეგვირიგდეს. - შტეტენჰემი დიდი სიყვარული ქალის ხვედრი არ არის, რადგან ეს ქმნილება არ ღირს იმად, რომ იგი ბრძენმა და მამაცი გულის მამაკაცმა შეიყვაროს. - მ. ბუონაროტი ❞მომაკვდინებელი ცოდვაა, ქალს ირთავდე და არ უყვარდე. - ო. იოსელიანი პატივმოყვარეობა, სირცხვილი და უწინარეს ყოვლისა, ტემპერამენტი, აი რა განაპირობებს უმეტესწილად მამაკაცთა სიქველეს და ქალურ სათნოებას. - ფ. დე ლაროშფუკო ❞მაღიზიანებს, როცა ლამაზი ქალბატონები ამბობენ, რომ სილამაზე მათთვის დამღუპველია. - კ. დანსტივცდილობ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ. მამაკაცები ბუნებრივ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას. - მ. ბელუჩი ❞ქალს სწორედ მაშინ უნდა წაავლო ხელი, როცა ჭოჭმანს იწყებს. - კ. გამსახურდია ქალი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გარდაიქმნება ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი, ამ დროს რომ არ ზეიმობდეს და არ თრთოდეს. - ი. მანი “ჰო” ისეთი სიტყვაა, რასაც ქალები თვალებით უფრო ამბობენ, ვიდრე ენით. - ა. დეკურსელი ზოგ ქალს ახასიათებს სიტკბო, ცეცხლი თუ ქალური უსიტყვო ძახილი, ყველა მამაკაცს რომ ესმის. ზოგჯერ არ უხმობს და მაინც ესმის. - ო. იოსელიანი ❞ქალისა და კაცის ურთიერთობა მთელი მაგიაა. - პ. ვალერი ვინც ქალის სიყვარული დაჰკარგა, თავის თავს დააბრალოს, რომ ის ბოლომდე ვერ შეინარჩუნა. - ა. დობროლიუბოვი ❞ქალი კატას ჰგავს. ყველაფერი ესმის, მაგრამ ბრძანებას არ ასრულებს. - მოლიერი. ჩვენ, მამაკაცები უსიყვარულოდ როგორმე გავძლებთ, ხოლო ქალს რომ სიყვარული გამოაცალოთ, კაბის მეტი ხელში არაფერი შეგრჩებათ. - მ. ჯავახიშვილი
❞მამაკაცი ცხოვრობს დავიწყებით, ქალი –გახსენებით. - ტ. ელიოტი ცოდვა ის კი არ არის, გამოიცვალო საყვარელი და სხვასთან წახვიდე, არამედ ის, რომ ეკუთვნოდე მამაკაცს, რომელიც არ გიყვარს, თუნდაც ქმარი იყოს. - ჟ. სანდი ❞ადამიანის, და მითუმეტეს ქალის გული თაყვანისმცემლებით გაუმაძღარია. - ო. იოსელიანი ქალებს უკიდურესობა ახასიათებთ: ან მამაკაცებზე გაცილებით მაღლა დგანან, ან გაცილებით დაბლა. - ჟ. დე ლაბრიუერი ❞როცა ქალი კარიდან შემოდის, მეგობრობა ფანჯრიდან გადის. - ე. სალგარი ქალების უმრავლესობა იმიტომაა ასე გულგრილი მეგობრობის მიმართ, რომ სიყვარულთან შედარებით ეს გრძნობა მეტისმეტად მტკნარი ეჩვენება. - ფ. დე ლაროშფუკო ❞ქალებს ჩვენ ნაკლოვანებების გამო ვუყვარვართ. - ო. უაილდი დედაკაცი და მამაკაცი – ესაა ორი ნოტი, ურომლისოდაც ადამიანის სული სრულ და სწორ აკორდს ვერ შექმნის. - ჯუზეპე მაძინი ❞სადაც ქალია, იქ ჯარისკაცს რა დააძინებს? - ო. იოსელიანი ძალზე ტკბილი ნაყოფი არ უყვარს მეომარს, ამიტომ უყვარს ქალი; ყველაზე ტკბილ ქალსაც კი მომწარო გემო დაჰკრავს. - ნიცშე ❞ქალის ყველაზე ძვირფასი სამკაული სხვა კაცის ყურადღებაა. - გ. პერესი კაცს ლექსი დააწერინოს არის უნარი ქალის; ყველაზე ჭკვიანი მამაკაცი უგნურს ემსგავსება, როცა უყვარს, ყველაზე უფრო ქარაფშუტა ქალი ჭკვიანდება, როცა შეიყვარებს. - სტენდალი ❞ქალის ეჭვიანობა სხვა არაფერია თუ არა შელახული თავმოყვარეობა. - ა. ფრანსი როცა ქალს პირველად უყვარს, მას უყვარს თავისი შეყვარებული, შემდეგ - სიყვარული. - ფ. დე ლაროშფუკოქალის სიმტკიცე ურყევია მხოლოდ იმის მიმართ, ვინც ეზიზღება. - ფ. დე ლაროშფუკო ქალმა რომ იცოდეს, რა ძლიერი ფარ-ხმალია მისთვის სიმშვიდე და სიწყნარე, სხვა ფარ-ხმალს არასდროს იხმარდა. - სოლონი ❞ყველაზე ძვირი ის ქალები ჯდებიან, რომლებიც ფულზე არ იყიდებიან. - მოლიერი. ქალებს საშინლად ეჯავრებათ მამაკაცები, რომლებიც განურჩევლად ყველას ეარშიყებიან. - დ. ყიფიანი ყველა ქალის საყვარელი მამაკაცი, არცერთ ქალს არ უყვარს. - ვ. კლიუჩევსკი მამაკაცი რაც უფრო ხშირად ფიქრობს ღალატზე, მით უფრო ნაკლებია შანსი, ზღვარს გადავიდეს, ხოლო ქალებში პირიქითაა. - მოლიერი. ❞ყველა კაცი ერთნაირია იმ ქალის მიმართ, რომლითაც მოხიბლულია. - ბ შოუ თუ შენ თავის დღეში არ გინახავს მშვენიერი ქალი სევდიანი და დაღონებული, ნუ იტყვი მშვენიერება მიხილავსო; თუ ქალის სახეზე არ წაგიკითხავს სიხარული, ნუ იტყვი – სიხარული მინახავსო - შილერი. ❞ქალის გულწრფელობა იმის საბუთია, რომ მას არაფერი აინტერესებს. - ჰ. ნარი შენ შეცდენილი ხარ ანგელოზი, ერთხელ ქუჩის ერთ კუთხეში, ქალმა მადლიანად შემომხედა, გამიღიმა სალმად; იმისთანა ღამის ფერი არ მინახავს სხვა მე.. იმის მერე ამ ქუჩაზე, არ ყოფილა ღამე. - გ. ძნელაძე ❞ქალი დღისით ღირსებებისათვის უყვართ, ღამით – მანკიერებისათვის. - კ. მელიხანი არ არსებობს უშნო ქალი. არიან ქალები, რომლებმაც არ იციან კარგად როგორ უნდა გამოიყურებოდნენ. - ჟ. დე ლა ბრუიერი ❞ქალის პატივისცემას ყველა დაბადების დღიდან უნდა სწავლობდეს. - ლ. დე ვეგაის, ვინც ქალებს აქებს, მათ კარგად არ იცნობს, ხოლო ვინც ლანძღავს, მათ საერთოდ არ იცნობს. - ვეგა. ქალებს ხშირად უბრალო, ულამაზო მამაკაცები უყვართ. - ლევ ტოლსტოი ხშირ შემთხვევაში, ქალებს უსიყვარულოდ ჰგონიათ, რომ შეყვარებული ვართო; მამაკაცს, რომელსაც შეუძლია მართოს ქალი, შეუძლია მართოს მსოფლიო. - ო. დე ბალზაკი ქალი რომ შეაცდინო, საჭიროა იმაზე მეტად იცნობდე ადამიანებს, ვიდრე ბისმარკი, რომელმაც ევროპა გააბრიყვა. - ადენაუერი. ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა. - რ. კიპლინგი მამაკაცებო, დაიმახსოვრეთ: როცა ქალი ლამაზი და ჭკვიანია, არ ინერვიულოთ, არჩევანს თავად გააკეთებს. - მოლიერი. ლამაზ ქალებს, რატომღაც ყოველთვის ლამაზი სახელები ჰქვიათ. - ი. ბულატოვიჩი დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი…თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ.. ო, მაშინ… თვალებით ყველაფერის თქმა უნდა შეძლოს. - დოჩანაშვილი.
ცხოვრებას მხოლოდ სამუშაო და ქალები მიხანგრძლივებენ. - პ. პიკასო ღმერთმა გიშველოთ ცუდი ქალისგან, ხოლო კარგისგან თვითონ უნდა დაიცვათ თავი. - მოპასანი. მამაკაცის სისუსტე იძულებულს ხდის ქალს, იყოს ძლიერი. - მოლიერი. კარგი ქალი გათხოვებისას ქმარს ბედნიერებას ჰპირდება, ცუდი კი – ბედნიერებას ქმრისგან ელის. - ვ. კლიუჩევსკივისაც არ უყვარს ღვინო, ქალი და სიმღერა, ის სიკვდილამდე ბრიყვი იქნება. - ესპანური ანდაზა სამოთხე იყო... დედაკაცმა დაგვაკარგვინა,საწმისი იყო... დედაკაცმა დაგვაკარგვინა დანაშაული თუ გიყვარდე, მეტი რა გინდა? სამაგიეროდ, დიაცმავე იესო გვიშვა; სამაგიეროდ, დიაცმავე რუსთველი გვიშვა; ეს კი, მე მგონი, ცოტას არ ნიშნავს. - მ. მაჭავარიანი 747 1-ს მოსწონს
|