x
image
ზოგადი განათლება
იცით ვინ იყვნენ ცნობილი ვეგანები? გაიგეთ ყველაფერი ვეგეტარიანელობის შესახებ

ვეგეტარიანელობა და ისტორია





image

1. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები თავად წყვეტენ, რომ გახდნენ ვეგეტარიანელები, მაგრამ დანარჩენები ვეგანები არიან მათი კულტურის, რელიგიისა თუ საცხოვრებელი ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის გამო.

2. ინდოეთში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათი უმეტესობა ჰინდის მიმდევარია. ეს რელიგია ''ფიქრობს'', რომ არასწორია ცხოველების მოკვლა და ტანჯვა, საჭმლის მომზადების გამო. ამ რელიგიის წარმომადგენლები თვლიან, რომ თუ კი ისინი ცხოველებს ასე სასტიკად მოექცევიან, ერთ დღესაც ცხოველების ბედს გაიზიარებენ. მათთვის ძროხა წმინდა ცხოველია, სწორედ ამიტომ ინდუსთთა უმეტესობა არ ჭამს საქონლის ხორცს. აღსანიშნავია, რომ ინდური სიტყვა aghnaya, რომელიც ძროხას აღნიშნავს ითარგმნება, როგორც ''არ უნდა მოკვდეს''

image

3. მსოფლიოში ვეგეტარიანელთა რამდენიმე ტიპი და სახეობა არსებობს. ვეგეტარიანელთა ერთი ნაწილი არ ჭამს საქონლისა და წითელ ხორცს, მაგრამ მიირთმევს ქათამს და თევზეულს. მეორე ნაწილი არ იღებს წითელ ხორცს, ქათამს და თევზს, მაგრამ მიირთმევს ყველს, კარაქს, კვერცხს, რძესა და სხვა ცხოველთა პროდუქტებს. ზოგიერთი, კი საერთოდ არ იღებს არანაირ ცხოველურ პროდუქტს. მეტიც ისინი არ იცვამენ მატყლისა და შალის ტანსაცმელს, რადგან ამით ცხვარს აღიზიანებენ(იგულისხმება მატყლის მიღების პროცესი). არ იყენებენ აბრეშუმს, რადგან ეს აბრეშუმის ჭიისთვის ზიანის მიყენების შემდეგაა მიღებული. გარდა ამისა, არ იღებენ თაფლს, რადგან არ სურთ ზიანი მიაყენონ ფუტკრებს. კლასიკური გაგების ვეგეტარიანელები მხოლოდ ბოსტნეულს მიირთმევენ. თუმცა აქაც უცნაურობას ვაწყდებით, მათ არ უნდა დააზიანონ/გამოიწვიონ მცენარის კვდომა. მაგალითად, ისინი არ შეჭამენ სტაფილოსა და კარტოფილს, მხოლოდ იმიტომ რომ, როდესაც ამ მცენარის ნაყოფს მოვწყვეტთ, მცენარე ''მოკვდება''. თუმცა მიირთმევენ ვაშლს ან მსხალს, რადგან მათი მოწყვეტა მცენარის დაზიანების მიზეზი არ გახდება. ზოგიერთი მეტად ტრადიციული ვეგეტარიანელი, კი საერთოდ არ ეხება/არ აზიანებს არც ერთ სულიერ ცხოველსა თუ ფრინველს, მათ შორის არც კოღოებსა და არც ბუზებს.

image

4. ვეგეტარიანელთა მრავალ სახეობას არც ინდოეთი უჩივის. იქ ვხვდებით, როგორც ''მკაცრ'', ისე სპეციფიკურ ვეგეტარიანელებს. ზოგიერთი ინდუსი ჭამს ყველა ხორცეულს, გარდა საქონლისა, მაგრამ ამას კვირაში მხოლოდ ერთხელ აკეთებენ. ბევრი ოჯახი კი მიირთმევს ქათამს ან ბატკანს, მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენასა თუ დღესასწაულზე, როგორიც მაგალითად ქორწინებაა. მაღალი კლასის წარმომადგენელი ინდუსები კი არ მიირთმევენ არანაირ ხორცს და არც ალკოჰოლს მოიხმარენ. დაბალ სოციალურ ინდუსთთა კლასში კი საქონლის გარდა, დასაშვებია სხვა ხორცეულის მიღება. ბრაჰმანებს(უმაღლესი ფენა) არ შეუძლიათ მოკლან არსებები, რომლებიც მოძრაობენ.

image

5. ვერ ნახავთ ინდუსს, რომელიც ჭამამდე და მის შემდეგ პირს, მკლავებსა და ფეხებს არ დაიბანს. ამის უგულებელყოფა რელიგიის უპატივცემულობა იქნება. დაქორწინებულ ინდუსს მამაკაცთა ერთ-ერთი წესი/ჩვეულება არის ყოველი ჭამისას 32 ლუკმის კარგად დაღეჭვა და სიმშვიდეზე ფიქრი. აღსანიშნავია, რომ ''მკაცრი'' ვეგეტარიანელი ინდუსები არ მიირთმევენ ხახვსა და ნიორს. შუა სოციალურ ფენათა ინდუსებში ხორცის ჭამა დასაშვები მხოლოდ ქმრებისთვის იყო, ხოლო ქალებს სწამდათ, რომ ხორცი მამაკაცური საჭმელია, ძალადობასთან ასოცირდება და არ მიირთმევდნენ.

image

6. ინდუსებს სწამთ, რომ დღე წარმატებული იქნება, თუკი ისინი 100 წელს გადაცილებულ მოხუცთან ან სტუდენტთან ერთად ისადილებენ. მაგრამ თითოეული ინდოელი ერიდება მელოტ კაცთან ერთად საჭმილის მიღებას. ცუდის მომასწავებელია და თითოეული ინდუსი ითვალისწინებს, იმას რომ არ უნდა დაჯდეს საჭმელად იქ, სადაც ზის მსახიობი, სპორტული ათლეტი, მუსიკოსი, ან ქალი, რომელსაც მეორე ქმარი ჰყავს. ინდუისტთა რელიგია კრძალავს წინა დღეს გაკეთებული, ორჯერ გაცხელებული ან ჭამისას დატოვებული საჭმლის მიღებას. გარდა ამისა, არ შეიძლება მიირთვან ისეთი საკვები პროდუქტი, რომელიც ფეხს, ძაღლს ან ტანსაცმელს შეეხო.

image

7. ვეგეტარიანელები გვხვდება ყველგან, როგორც ღარიბ, ისე მდიდარ ქვეყნებში. მსოფლიოს ისეთ ნაწილში, როგორიც აფრიკა, შუა აღმოსავლეთი აზია და სამხრეთ აზიაა, ხორცი იშვიათობაა, შესაბამისად ამ რეგიონებში არ არის ძნელი იყო ვეგანი. ზოგ შემთხვევაში გავრცელებული საკვებიდან გამომდინარე ამას არჩევაც არ სჭირდება. კვლევების მიხედვით ვეგეტარიანელია არგენტინის მოსახლეობის 5%,

ავსტრალია - 11% - 2, 100, 000 კაცი
ბელგია - 10% - 1, 130, 177 კაცი
ბრაზილია - 14% - 29, 260, 000 კაცი
კანადა - 9, 4% - 3, 411, 000 კაცი
გერმანია - 10% - 8, 000, 000 კაცი
შვეიცარია - 14% - 1, 176, 156 კაცი
ინდოეთი - 42% - 500, 000, 000 კაცი
ისრაელი - 13% - 1, 046, 000 კაცი
შვედეთი - 10% - 969 000 კაცი
მექსიკა - 19% - 23, 370, 000 კაცი
დიდი ბრიტანეთი - 7% - 3, 250, 000 კაცი
აშშ - 5-8% - 20, 233, 000 კაცი

image

ვეგეტარიანელობა ან უბრალოდ ვეგანობა, რომ მხოლოდ რელიგიური ნიშნით არ არის განპირობებული უკვე მიხვდებოდით. უამრავი ადამიანი ხდება ვეგანი ჯანსაღი კვებისა და უბრალოდ მეტი სიჯანსაღის გამო. ამას ისიც ემატება, რომ ნამდვილი ხორცი დღეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამასთანავე უფრო მეტი უარყოფითი თვისებებით ხასიათდება(მაგ. ღორის, ცხვრის ხორცი...), ვიდრე დადებითით.

image

მსოფლიოში ცნობილ ვეგეტარიანელთა შორის იყვნენ/არიან:

ლეონარდო და ვინჩი

ალბერტ აინშტაინი

თომას ედისონი

ლევ ტოლსტოი

ბრედ პიტი

პოლ მაკარტნი

პენელოპა კრუზი

მადონა

არიანა გრანდე

ელენ დეჯენერესი

ნატალი პორტმანი

პამელა ანდერსონი

სტივ ჯობსი

ჯონათან საფრან ფოიერი

ფრანზ კაფკა

ბერნანდ შოუ

ბენჟამინ ფრანკლინი

...

image

ასევე საინტერესოა:

10 გასაოცარი ფაქტი ინდოეთზე


image

პირველად კოსმოსი ბუზებმა ''დალაშქრეს''! ყველაზე საინტერესო ისტორია


image

ქვიზები >> ქვეყნების დედაქალაქები



image





ქვიზი გურამ შეროზიას შესახებ





image





ქართული ენა



image







ლოგიკური მათემატიკა



image





გეოგრაფია



image



სხვადასხვა




image





ეშმაკური შეკითხვები





image





ყველასთვის საყვარელი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა





image




0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0