x
image
ზოგადი განათლება
ყველასთვის საყვარელი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

ყველასთვის საყვარელი მწერალი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა

image


87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ქართველი მწერალი, პოეტი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.



თამაზ ჭილაძე 1931 წლის 5 მარტს ქალაქ სიღნაღში დაიბადა. პირველი ლექსი 15 წლის ასაკში დაწერა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ ასპირანტურაში.

თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, უკრაინულ, ესპანურ, იტალიურ, ჩეხურ და კიდევ სხვა რამდენიმე ენაზე.

თამაზ ჭილაძე ავტორია რამდენიმე ათეული პროზაული და პოეტური კრებულისა, მათ შორის: “ღია სარკმელი” (1958), “მზის საათი” (1962), “ივლისი” (1966), “მახსოვრობა”(1978), “ლექსები” (1987), “მზე დეკემბერში” (1999); პროზაული კრებულები – “გასეირნება პონის ეტლით”. შუადღე” (1963), “ვინ ცხოვრობს ვარსკვლავებზე?” (რომანი, 1965), “თეთრი კვამლი” (1967), “აჰა, მიიწურა ზამთარი” (რომანი, 1967), “მდგმურები” (1971), “აუზი” (1972), ”წერო”, “პოსეიდონის სასახლე”, “კაქტუსის ბაღი”, “ბრეიგელის მთვარე’’.

თამაზ ჭილაძის პიესების მიხედვით, სხვადასხვა დროს, სპექტაკელები აქვთ დადგმული რეჟისორებს: რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძეს, გიზო ჟორდანიას, გიგა ლორთქიფანიძეს.

თამაზ ჭილაძე ასევე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.

რა სიურპრიზი დახვდება მგზავრებს ''ღამის ავტობუსებში'

პატარა გოგონა, რომელიც ინტერნეტს იპყრობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხები კითხვებზე - კარგია თუ არა ყავა და როგორ გავზარდოთ მისი საშუალებით სიცოცხლის ხანგრძლივობა

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0