საზოგადოება შინდისში ომის გმირების მემორიალი გაანადგურეს - ეჭვმიტანილი დადგენილია 2018, 29 სექტემბერი, 19:00 შინდისში 2008 წლის ომის გმირების მემორიალი გაანადგურეს. შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. უკვე მხილებულია ერთი პირი. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმე ზე მხილებულია ერთი პირი. შიდა ქართლის გუბერნატორისა და გორის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ნაწილობრივ აღდგენილია დაზიანებული მემორიალი.
.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან 17 ჯარისკაცი დაიღუპა
357 შეფასება არ არის
|