x
image
_K_
რეალური სიყვარულის ისტორიებზე გადაღებული 10 ფილმი
image
ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ იმ განსაკუთრებულ რაღაცებს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ხშირად სწორედ რეალური ისტორიები უდევს ხოლმე ცნობილ ფილმებს საფუძვლად. სტატიაში სწორედ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულ ფილმებს გთავაზობთ, რომლებშიც მთავარ როლს სიყვარული ასრულებს. ისიამოვნებით ფილმებით და ისიამოვნეთ ცხოვრებით!








კოკო შანელამდე / Coco Before Chanel

ფილმი მოდის დედოფლის, კოკო შანელის ცხოვრების იმ პერიოდზე მოგვითხრობს, სანამ ცნობილი გახდებოდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფილმში შანელის ჩახლართული ურთიერთობების ამბავია გადმოცემული ეტიენ ბალზანთან და არტურ კაპელთან.

  • IMDb რეიტინგი — 6.7
image








მის პოტერი / Miss Potter

ეს ამბავი ცნობილ საბავშვო მწერალზე, ბეატრიქს პოტერზეა. თავისუფლად მოაზროვნე და ნიჭიერი ქალისთვის გათხოვება ცხოვრების მთავარ მიზანს არ წარმოადგენდა, როგორც მე-19 საუკუნეში მცხოვრები გოგონების უმეტესობისთვის. ბეატრიქსმა საკუთარი ცხოვრების გზა აირჩია და ნამდვილ სიყვარულსაც შეხვდა.

  • IMDb რეიტინგი — 7

image








ჩემი ერთი კვირა მერილინთან / My Week with Marilyn

ეს ფილმი ლეგენდარული მერილინ მონროს ცხოვრების ერთ-ერთ პერიოდს ასახავს. მსახიობი ინგლისში ჩადის ფილმ The Prince and the Showgirl-ის გადაღებებისთვის და მალევე თავდავიწყებით უყვარდება რეჟისორის ასისტენტი, კოლინ კლარკი. ამ პერიოდის მოგონებების მიხედვით მოგვიანებით კლარკმა დაწერა წიგნი The Prince, the Showgirl and Me.

  • IMDb რეიტინგი — 7
image







ბეჯირაო მასტანი / Bajirao Mastani

ფილმი ინდიელი სამხედრო ლიდერის, ბეჯირაო პირველისა და მუსლიმი პრინცესის, მასტანის, მოულოდნელი და ვნებიანი სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს. როგორც ყველა ბოლივუდურ ფილმში, აქაც მთავარი თემებია ერთგულება და ღალატი, ძლიერება და მიტევების უნარი, გადარჩენისთვის ბრძოლა და, რა თქმა უნდა, რომანტიკა.

  • IMDb რეიტინგი — 7.2
image








ჰემინგუეი და გელჰორნი / Hemingway and Gellhorn

ფილმი ცნობილი ამერიკელი მწერლის, ერნესტ ჰემინგუეისა და მისი მესამე ცოლის, ცნობილი სამხედრო ჟურნალისტის, მართა გელჰორნის სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ფილმში მონაწილეობისთვის ნიკოლ კიდმანი და კლივ ოუვენი არაერთ ჯილდოზე იყვნენ ნომინირებულნი.

  • IMDb რეიტინგი — 6.3
image








ფრიდა / Frida

ფილმი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს შესახებაა. ახალგაზრდობაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მას არაერთი მტკივნეული ოპერაციის გადატანა უხდება. მწოლიარე ფრიდა ხატვას იწყებს. მოგვიანებით, მხატვრობა და პოლიტიკა მას იმ დროისთვის ცნობილ მხატვარს, დიეგო რივერას შეახვედრებს.

  • IMDb რეიტინგი — 7.4
image








ჯული და ჯულია / Julie and Julia

ბლოგერი ჯული პაუელი ცდილობს, ცნობილი ფრანგი მზარეულის, ჯულია ჩილდის წიგნიდან ერთ წელიწადში 524 კერძი მოამზადოს. მას ამ საქმეში მეუღლე ეხმარება, როგორც ჯულიას ეხმარებოდა.

  • IMDb რეიტინგი — 7
image








მემკვიდრეობის უფლება / Freeheld

ფილმი ქალ პოლიციელზე, ლაურელ ჰესტერზე გვიყვება, რომელსაც საიდუმლოდ უყვარს ახალგაზრდა სტეისი ანდრე. საიდუმლო მაშინ მჟღავნდება, როცა ლაურელი საკუთარ ავადმყოფობაზე იგებს.

  • IMDb რეიტინგი — 6.5
image








თეთრი მასაი / The White Massai

ფილმი მოგვითხრობს რომანზე შვეიცარელ ქალსა და მასაის ტომის მეომარს შორის. განსხვავებული კულტურა, ცხოვრების გზა და მსოფლმხედველობა წყვილის დაქორწინებას ხელს არ უშლის. ამის შედეგი კი სიამაყის, ვნების, ეჭვიანობისა და სიყვარულის ნაზავია.

  • IMDb რეიტინგი — 6.5
image








ზღვა შიგნიდან / The Sea Inside

ფილმი ესპანელ პარალიზებულ ადამიანზე, რამონ სამპედროზე მოგვითხრობს, რომელიც თავისი სიცოცხლის კანონიერად დასრულების უფლებისთვის იბრძვის. ბრძოლის დროს მას საინტერესო რაღაცები გადახდება თავს. ფილმმა ოსკარი აიღო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

  • IMDb რეიტინგი — 8
image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 ფილმი, რომელშიც წყვილებს მართლა უყვარდათ ერთმანეთი

image

2. საინტერესო ფაქტები "მეგობრების" შესახებ

image


3. 16 ცნობილი მსახიობი, რომლებსაც გრიმით ვერ იცნობთ

image


1
1284
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1284
  
2018, 28 სექტემბერი, 20:15
დამეწვა გულიიი :D ოხხ
0 1 1