x
image
_K_
10 ფილმი, რომელშიც წყვილებს მართლა უყვარდათ ერთმანეთი
სტატიაში გთავაზობთ 10 ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟებიც არ თამაშობდნენ რომანტიკულ ურთიერთობას, ისინი რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები იყვნენ.


The Apartment - ბინა - 1996

image

ფილმის გადაღების განმავლობაში მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელს შორის, რომელიც გამოუსწორებელ მექალთანედ იყო ცნობილი, გრძნობები გაიზარდა. მათ დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის წოდება.



Step Up - ნაბიჯი წინ - 2006

image

ბევრ ჩვენგანში აღძრავს ფილმი კიდევ და კიდევ ნახვის სურვილს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცეკვას გვანდომებს. ამის კიდევ ერთი მიზეზი ჩენინგ ტატუმისა და ჯენა დიუანის სასიყვარულო ურთიერთობაა. წყვილი ახლა დაქორწინებულია და პატარა ქალიშვილს ზრდის.


Days of Thunder - ჭექა-ქუხილის დღეები - 1990

imageგახსოვთ ნიკოლ კიდმანის კარიერის დასაწყისი, როცა მას თვალისმომჭრელი კულულები ჰქონდა? სწორედ ამ დროს შეხვდა ის ტომ კრუზს, ფილმში "ჭექა-ქუხილის დღეები". ტელეეკრანის რომანი მალე გადაიზარდა რომანში რეალურ ცხოვრებაშიც. ამ დროისთვის, მსახიობები ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა წყვილების სიაში შედიან.


Mr. & Mrs. Smith - მისტერ და მისის სმიტები - 2005

imageმგონი, არაფრის თქმა არ არის საჭირო. ფოტოზე ვხედავთ ბრედ პიტს და ანჯელინა ჯოლის, რომელთა ცხოვრებაშიც ფილმმა "მისტერ და მისის სმიტები" გადამწყვეტი, წინასწარმეტყველური როლი ითამაშა. ყველამ ვიცით ამ რომანის შედეგი: 12 წლიანი ქორწინება და 3 შვილი (ნაშვილებებს თუ არ ჩავთვლით).


The Amazing Spider-Man - წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა - 2012

imageენდრიუ გარფილდი მხოლოდ ფილმში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც გაება სიყვარულის ქსელში ემა სთოუნთან, ვინც მისი შეყვარებულის როლი ითამაშა ფილმში "წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა". წყვილი ახლაც ურთიერთობაშია.


Alfie - ალფი - 2004

imageჯუდ ლოუსა და სენა მილერის რომანტიკული ურთიერთობა რეალურ ცხოვრებაშიც ისევე სწრაფად განვითარდა, როგორც ფილმში "ალფი", რომლის გადაღებაზეც შეხვდნენ მსახიობები ერთმანეთს.


The Rum Diary - რომის დღიური - 2010

imageეს ფილმი ნამდვილად საბედისწერო აღმოჩნდა ჯონი დეპის ცხოვრებაში, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ქალის გულთამპყრობელია. ეს იმიტომ, რომ ისიც, თავისი პერსონაჟივით, ქერა ლამაზმანის, ემბერ ჰერდის სიყვარულის მახეში გაება. ფილმის შემდეგ ჯონი დეპმა ემბერს ხელი სთხოვა. არადა, ამ წინადადებას მოუთმენლად ელოდა ვანესა პარადი, რომელსაც დეპთან 14წლიანი ურთიერთობა ჰქონდა.


Cruel Intentions - სახიფათო თამაშები - 1999

imageრასაც ჩვენ სიყვარულის ქიმიას ვეძახით, ეს ნამდვილად მოხდა რიზ უიზერსპუნსა და რაიან ფილიპს შორის "სახიფათო თამაშების" გადაღებისას. ახლა კი უკვე ეჭვი აღარავის ეპარება მსახიობების გულწრფელ გრძნობებში.


Vicky Cristina Barcelona - ვიკი, კრისტინა, ბარსელონა - 2008

imageფილმში პენელოპა კრუზი და ხავიერ ბარდემი უჩვეულო დაქორწინებული წყვილის როლს ასრულებენ. ფილმმა საფუძველი ჩაუყარა მათ ძლიერ ქორწინებას რეალურ ცხოვრებაშიც.


Gigli - ჯილი - 2003

imageკაცების მოძულე ქალის, რიკის (ჯენიფერ ლოპესი) ცხოვრება შეიცვალა და გაფერადდა მას შემდეგ, რაც ის ქარიზმატულ მამაკაცს, ლარის (ბენ აფლეკი) შეხვდა. ფილმშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ლოპესს და აფლეკსს ერთმანეთი შეუყვარდათ.

0
1631
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
1631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0