კინო "სამეფო კარის თამაშები" - რას იხსენებენ მსახიობები გადასაღები მოედნიდან 2019, 23 აპრილი, 14:22 საჭირო არ არის, რამე ვთქვათ "სამეფო კარის თამაშების" ფინალურ სეზონზე. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა პირველი სერიები და მოუთმენლად ელის მომდევნო ეპიზოდს. ნუ ღელავთ, სტატიაში სპოილერები არ იქნება. პირიქით, იმის მაგივრად, რომ ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება მომდევნო სერიებში, წარსულში დავბრუნდებით; უფრო სწორად კი, მსახიობების მოგონებებს დავუბრუნდებით.
სტატიაში გაგაცნობთ მსახიობების საყვარელ სცენებს, მოგონებებს, მათთვის შოკისმომგვრელ ეპიზოდებსა და საინტერესო ფაქტებს. ისიამოვნეთ! 1. კიტ ჰარინგტონი (ჯონ სნოუ)კიტის ფავორიტი სცენა ისლანდიაშია გადაღებული. ის გააოცა ადგილის სილამაზემ. ამას გარდა, აქ გადაიღეს როუზ ლესლისთან შეხვედრის სცენაც, სადაც ჯონ სნოუმ იგრიტის მოკვლა ვერ შეძლო. ამ მსახიობთან კიტი ყველაზე კომფორტულად გრძნობდა თავს და როგორც ცნობილია, როუზი მოგვიანებით მისი ცოლიც გახდა.ყველაზე შოკისმომგვრელი სცენა სერიალში კიტისთვის ჯონ სნოუს სიკვდილი იყო. თუმცა, იცოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგანაც პროდიუსერებისგან ზარი არ მიუღია როლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ კი, მაყურებლები ასეთი იღბლიანები არ აღმოვჩნდით და დიდ ხანს მოგვიწია ლოდინი იმის გასაგებად, ჯონ სნოუ ნამდვილად მოკვდა თუ არა. 2. ემილია კლარკი (დეინერის ტარგარიანი)გადაღებების პირველ დღეს ემილია ცხენიდან ჩამოვარდა. როგორც ნამდვილ მსახიობს შეეფერება, მან ამ დროსსც სცადა თამაში. ახლა შეუძლია, ის დრო სიცილით გაიხსენოს, მაგრამ მაშინ ტიროდა და გადაღების შეწყვეტას ითხოვდა. როცა დეინერისი პირველად გამოჩნდა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალის ამპლუაში, ეს ემილიას ძალიან მოეწონა და სიმართლე ვთქვათ, ამ სცენას არც მაყურებლები დაუტოვებია გულგრილი.3. ლენა ჰიდი (სერსეი ლანისტერი)ლენას საყვარელ სცენაში სერსეი და რობერტ ბარათეონი თავიანთ ქორწინებაზე საუბრობენ. მისი აზრით, ამ ეპიზოდმა პერსონაჟები სხვა მხრიდან დაანახა მაყურებელს.4. ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ (ჯეიმი ლანისტერი)ნიკოლაი ერთ-ერთ თავის საყვარელ ეპიზოდად ასახელებს სცენსს, სადაც ჯეიმი და ბრიენი აბაზანაში წვანან. თუმცა, იმიტომ კი არა, რომ მსახიობები შიშვლები არიან (როგორც ბევრმა შეიძლება იფიქროს), არამედ იმიტომ, რომ ამ სცენამ მაყურებელს პერსონაჟების განსხვავებული სახე და თვისებები დაანახა. ყველაზე სახალისო ნიკოლაისთვის იყო სცენა, როცა შეეძლო, მთელი გადაღების განმავლობაში ცხენზე მჯდარიყო, მის ირგვლივ კი ყველაფერი თავისით ხდებოდა.5. პიტერ დიკლეიჯიპიტერს არასდროს უოცნებია, ფანტასტიკის ვარსკვლავი გამხდარიყო, მას რეალურ ისტორიებზე გადაღებული ფილმები უფრო მოსწონს. თუმცა, "სამეფო კარის თამაშებმა" მას აზრი შეუცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში დრაკონიც "იღებს მონაწილეობას", პიტერი ფიქრობს, რომ პერსონაჟების ერთმანეთთან ურთიერთობების გამო სერიალი ძალიან რეალურია.6. სოფი ტერნერი (სანსა სტარკი)სოფისთვის ყველაზე დასამახსოვრებდლი და მხიარული დღე სანსას და არიას ხელახლა შეხვედრა იყო. გოგონები იცინოდნენ და ბედნიერები იყვნენ ერთმანეთის ნახვით, ისევე როგორც მაყურებელი. ყველაზე შოკისმომგვრელი მომენტი სოფისთვის ნედ სტარკის სიკვდილი იყო. გახსოვთ, რა მოულოდნელი იყო ეს სცენა მაყურებლისთვისაც? ბოლო წუთამდე არავის სჯეროდა ნედის აღსასრულის. ამ მომენტში სოფიმ გააანალიზა, რომ სერიალი დაუნდობელი იყო და ყველაზე საყვარელი პერსონაჟებიც კი შეიძლება გამოსალმებოდნენ სიცოცხლეს.7. მეიზი უილიამსი (არია სტარკი)გადაღებების პირველ დღეს მეიზის სთხოვეს, რომ სოფისთვის ნამცხვარი პირდაპირ სახეში ესროლა. ამას ის სიცილით იხსენებს და გასაგებიცაა, საჭმლის სროლის სცენები ხომ ყოველთვის სახალისოა ფილმებში. გასაკვირი არაა, რომ მეიზისა და სოფის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები სერიალიდან ერთმანეთს უკავშირდება. გადასაღებ მოედანზე ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და მშვენივრად ატარებენ დროს ერთად.8. ისააკ ჰემპსტედი (ბრან სტარკი)ისააკისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ეპიზოდი, როცა ის ღამის ხელმწიფის გვერდით იდგა და მკვდართა არმიას უყურებდა. ამ სცენაში უამრავი ზომბის გრიმის მქონე ადამიანი მონაწილეობდა, რაც ისააკისთვის სახალისო იყო. ყველაზე შოკისმომგვრელი კი მისთვის ჰოდორის სიკვდილის ეპიზოდი იყო. ისააკს არ სჯეროდა, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. სცენა ძალიან ემოციური იყო და სწორედ აქ გამოვლინდა ჰოდორის გვერდით ყოლის მნიშვნელობა ბრანისთვის.9. გუენდოლინ ქრისტი (ბრიენი)ნიკოლაისთან პირველ შეხვედრამდე გუენდოლინი ძალიან ნერვიულობდა. მის გასაცნობად ის ნიკოლაის ოთახში შევიდა, მან კი, უბრალოდ, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა და უთხრა: "დიახ, გისმენთ". მსახიობები ახლა სიცილით იხსენებენ ამ მომენტს.10. იენ გლენი (ჯორა მორმონტი)იენისთვის ყველაზე საყვარელი სცენა გლადიატორების ბრძოლის ეპიზოდია. ამ დროს მისი პატარა ქალიშვილიც იქ იყო და გადაღების დაწყებას და დასრულებას აცხადებდა. იენი ასევე გაოცებული იყო რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული დეკორაციებით.11. რორი მაკკენი (ქოფაკი)რორის საყვარელი ეპიზოდი ქოფაკისა და ბრიენის ბრძოლის სცენა იყო. მსახიობები ამისთვის ძალიან დიდ ხანს ემზადებოდნენ და ვერ უარვყოფთ, რომ სცენა ამად ღირდა. ბრძოლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. შოკისმომგვრელი სცენა კი რორისთვის "წითელი ქორწილი" იყო. მას ეპიზოდის მხოლოდ თავისი ნაწილი ჰქონდა წაკითხული და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა შემთხვეოდათ სხვებს. როცა გაიაზრა, რა ხდებოდა, მას ცრემლებიც კი წამოუვიდა.12. ჯონ ბრედლი (სემუელ ტარლი)ჯონის საყვარელი ეპიზოდია Fist of the First Men, რომელიც ისლანდიაში გადაიღეს. ბუნების მშვენიერებამ და მეგობრების გარშემო ყოფნამ ეს დღე განსაკუთრებული გახადა. პირველ დღეს, ჯონს ბრძოლის სცენაში უნდა მიეღო მონაწილეობა. უფრო სწორად, უნდა გამოემჟღავნებინა თავისი არც ისე სახარბიელო ბრძოლის უნარები. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს მისი მეოთხე საათი იყო კამერასთან. პირველი 3 საათი დრამის წრეში გაატარა სკოლის ასაკში.13. ლიამ კანინგემი (დევოს სივორთი)ყველაზე უცნაური სცენა, რომელშიც ლიამს ოდესმე მონაწილეობა მიუღია, ჩრდილის დაბადება იყო. ეს ეპიზოდი ცივ გამოქვაბულში გადაიღეს. უცნაურია, მაგრამ ლიამს მოეწონა, რაც მონიტორზე ნახა. მისი თქმით, ეს ნახატს ჰგავდა. ლიამს ასევე მოეწონა სცენა Wildfire at Blackwater და მას ვერც შევედავებით, ბრძოლის ვიზუალური მხარე მართლაც ლამაზი იყო.ბონუსი: ფინალური სეზონის შემდეგმსახიობები ამბობენ, რომ შოუს დამთავრების შემდეგ მათ ერთმანეთი და მთელი გუნდი მოენატრებათ. ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრად მეტი გახდნენ ერთმანეთისთვის, ვიდრე კოლეგები. ისინი ოჯახი გახდნენ. მსახიობები ერთხმად აცხადებენ, რომ იღბლიანები არიან, ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანებთან მუშაობის შესაძლებლობა რომ მიეცათ. ჩვენ, მაყურებლები, კი იღბლიანები ვართ ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი შოუს ნახვის შესაძლებლობით.ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოიყურებიან "სამეფო კარის თამაშების" გმირები სინამდვილეში 2. როგორი იქნებოდა "სამეფო კარის თამაშები", დისნეის რომ გადაეღო? 3. 16 მსახიობი, რომლებსაც წვერის გარეშე ვერ იცნობთ 726 2-ს მოსწონს
|