x
image
_K_
საინტერესო ფაქტები "მეგობრების" შესახებ
"Friends", იგივე "მეგობრები", ამერიკული სიტკომია, რომელიც მანჰეტენზე მცხოვრები 6 საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას 10 სეზონში, ანუ 236 ეპიზოდში ასახავს. სერიალი 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროექტი გახდა და უამრავი ჯილდო, მათ შორის სამი "ემი" მიიღო.


"მეგობრებს" საქართველოშიც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ამიტომაც სტატიაში გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სერიალის შესახებ. ისიამოვნეთ!

image

1. სანამ ყველა სახელ "მეგობრებზე" შეთანხმდებოდა, სიტკომის სახელად განიხილებოდა "კაფე ინსომნია", "ჩვენნაირი მეგობრები" და "ერთი ექვსად".



2. სერიალის დასაწყისი (ქუდი) ნიუ-იორკში კი არა, კალიფორნიაში, Warner Bros-ს სტუდიაშია გადაღებული.


3. სიტკომის მუსიკა მსახიობებიდან არავის მოსწონდა. ჯენიფერ ენისტონმა მოგვიანებით თქვა, რომ შადრევანთან ცეკვა ცოტა უცნაური იყო და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ ასე უთხრეს.

image

4. კორტნი კოქსი სინამდვილეშიც თავის პერსონაჟს ჰგავს. 1995 წელს შოუს ერთ-ერთმა შემქმნელმა მართა ქოფმანმა The Los Angeles Times-ს უთხრა, რომ კოქსს ყველაზე კოპწია ოთახები ჰქონდა. მოგვიანებით კორტნიმ თავადაც აღიარა, რომ სისუფთავეზე გიჟდება.


5. სერიალში თავიდან 4 მეგობარი უნდა ყოფილიყო. ფიბისა და ჩენდლერს მეორეხარისხოვანი როლი უნდა შეესრულებინათ. წარმოგიდგენიათ?


6. ბევრ ადამიანს, მათ შორის ლიზა კუდროუსაც, ჩენდლერი გეი ეგონა.

image


7. საშუალოდ, "მეგობრების" ერთი ეპიზოდის გადაღებას 5 საათი სჭირდებოდა.


8. ლიზა კუდროუს სიტკომში "მონაწილე" იხვის ეშინოდა.


9. კოფმანის თქმით, სცენარის მიხედვით, მონიკა და ჯოუი ერთად უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჩენდლერისა და მონიკას წყვილმა ისე აღაფრთოვანა მაყურებელი, რომ გეგმები შეიცვალა.

image

10. სიტკომის პირველი სეზონის თითოეულ ეპიზოდში მთავარი როლის შემსრულებელი ექვსივე მსახიობი 22 000 დოლარს იღებდა.


11. 1997 წელს ისინი ერთად შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს, რომ ხელფასის 100 000 დოლარამდე გაზრდა მოეთხოვათ. ტელევიზიის ისტორიაში ეს პირველად მოხდა.


12. ფინალურ ეპიზოდში კი თითოეული მათგანი ყოველ ეპიზოდში მილიონ დოლარს იღებდა.

image

13. ყოველი ეპიზოდის წინ ექვსივე მეგობარი ერთად იკეტებოდა ოთახში სარეპეტიციოდ. ამ დროის განმავლობაში ოთახში ისინი არც ერთ ადამიანსა და კამერას არ უშვებდნენ.


14. კორტნი კოქსს თავიდან რეიჩელის როლის შესრულება სთხოვეს, მაგრამ, როგორც ნამდვილ მონიკას შეეფერება, მან განაცხადა, რომ სცენარის მიხედვით მონიკას პერსონაჟი უფრო იყო, ვიდრე რეიჩელის.


15. განტერი რეალურ ცხოვრებაშიც ბარმენი იყო და ყავის სახლ The Bourgeois Pig in Hollywood-ში მუშაობდა. ასევე, მას მეორე სეზონის შუა ეპიზოდებამდე სახელი არ ჰქონია.

image

16. დევიდ შვიმერმა მონაწილეობა მიიღო "მეგობრების" 10 ეპიზოდის დაწერაში, მათ შორის იმ ეპიზოდისაც, სადაც როსი იგებს, რომ რეიჩელის შვილის მამაა.


17. ლიზა კუდროუს თავიდან გიტარაზე დაკვრა სძულდა. მან სცენარისტებს ისიც კი შესთავაზა, რომ დოლზე დაუკრავდა.


18. ჯოუისა და ჩენდლერის დიდი თეთრი ძაღლი სინამდვილეში ჯენიფერ ენისტონს ეკუთვნოდა. მას ის შოუს დაწყებისას მეგობარმა აჩუქა კარგი იღბლის მოსატანად.

image

19. მიუხედავად იმისა, რომ მონიკა როსის უმცროსი დის როლს ასრულებს, ნამდვილ ცხოვრებაში კორტნი კოქსი დევიდ შვიმერზე უფროსია.


20. სცენარში არ იყო დაწერილი, რომ როსი და რეიჩელი სერიალის მთავარი რომანტიკული წყვილი უნდა ყოფილიყო, ეს ასე მათი "ქიმიის", აშკარა მიზიდულობის გამო მოხდა.


21. სტაფილოსფერი დივანი, რომელიც კაფეს შუაში დგას, Warner Bros.-ს სტუდიაში მიგდებული იპოვეს. ხომ გაგიგიათ გამოთქმა, ერთის ნაგავი მეორის განძი შეიძლება გახდესო.

image

22. ლიზა კუდროუს ორსულობა სცენარში იყო დაწერილი, ამიტომ სუროგატი დედის როლი კარგად დაემთხვა ამ პერიოდს.


23. თუმცა, კორტნი კოქსის ორსულობა სიტკომის გეგმებში არ იყო და სცენარისტებმა ყველაფერი გააკეთეს ამის დასაფარავად (ბოლო სეზონში შეიძლება შეამჩნიეთ კიდეც მოსუქებული მონიკა).


24. მონიკას ბინის ნომერი ჯერ 5 იყო, შემდეგ კი 20 გახდა. სცენარისტებმა ნომერი მას შემდეგ შეცვალეს, რაც გააცნობიერეს, რომ "5" ნიუ-იორკში მდებარე მაღალსართულიანი ბინის ნომერს არ შეეფერებოდა. ჩენდლერისა და ჯოუის სახლის ნომერიც თავიდან "4" იყო, შემდეგ კი "19" გახდა.

image


25. მეთიუ ლებლანკს მოწევა 4 წლის განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა, სერიალის ბოლოს კი, როცა გააცნობიერა, რა ცოტა დრო ჰქონდათ მსახიობებს ერთად დარჩენილი, ისევ დაიწყო. ეს მან Vanity Fair-თან ინტერვიუში აღიარა 2012 წელს.


26. სერიალის გადაღების დროს მეთიუ პერი (ჩენდლერი) ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ებრძოდა. მან რეაბილიტაცია გაიარა.


27. ქოულ სპრუსს (ბენი) ძალიან უყვარდა ჯენიფერ ენისტონი. 2017 წელს New York Post-თან ინტერვიუში მან აღიარა, რომ რეიჩელთან საუბრისას იმდენად იბნეოდა, რომ თავისი ტექსტი სულ ავიწყდებოდა.

image

28. "მეგობრების" ექვსივე მთავარ პერსონაჟს ნაკოცნი აქვს ერთმანეთისთვის, მონიკასა და ფიბის გარდა.


29. როცა რეიჩელისა და ჯოუის ერთად ყოფნის ეპიზოდი დაწერეს, სცენარისტები საგონებელში ჩავარდნენ, თუ რა უნდა მომხდარიყო შემდეგ. მეთ ლებლანკმა (ჯოუი) სცენარის წაკითხვისას თქვა: "ეს ხომ მიუღებელია. ის რეიჩელია. ის როსთან უნდა იყოს". ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ სცენარისტებს გონება გაუნათდათ და კარგი აზრი მოუვიდათ თავში.


30. ჯენისის გამოჩენა შოუში აუდიტორიისთვის ყოველთვის საიდუმლოდ რჩებოდა. როგორც იცით, სიტკომს რამდენიმე ეპიზოდის გარდა მაყურებლის თვალწინ იღებდნენ. ჯენისის პერსონაჟს კი ოთახში ტოვებდნენ და სცენაზე გასვლისას შავ ფარდას აფარებდნენ, სანამ მისი თამაშის ჯერი არ დადგებოდა, რათა მაყურებლისთვის სიურპრიზი ყოფილიყო.

image

31. ფიბის ქორწილს არც ერთი მისი ნათესავი არ ესწრება: მისი ტყუპი და, მამა, ნამდვილი დედა, უმცროსი ძმა ან ტყუპები, რომლებიც მან გააჩინა.


32. სცენარში არ ეწერა, რომ ჯოუი სულელი პერსონაჟი უნდა ყოფილიყო. ეს მეთიუ ლებლანკის იდეა იყო.


33. კორტნი კოქსი ერთადერთია მთავარი პერსონაჟებიდან, რომელსაც სიტკომში მონაწილეობისთვის "ემი" არ აუღია.

image

34. სიტკომის ბოლო ეპიზოდში ნახსენებია, რომ ექვსივე პერსონაჟს უცხოვრია მონიკას სახლში. ასევე, თუ კარგად დააკვირდებით, ექვსივეს უცხოვრია ჯოუის სახლშიც.


35. შოუს ბოლო სერიის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონმა და მისმა მომავალმა მეუღლემ ბრედ პიტმა სახლში ვახშამი მოაწყვეს და სხვებს უმასპინძლეს.


36. როცა სიტკომი დამთავრდა, ექვსივე პერსონაჟს Central Perk-ის ქუჩის დეკორაციებიდან პატარა ნაწილები გადასცეს სამახსოვროდ.

image

გირჩევთ! თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს სერიალი, აუცილებლად უყურეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით!

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 22 საინტერესო დეტალი ფილმებიდან, რომელიც მაყურებელს შეუმჩნეველი დარჩა

image


2. როგორები იქნებოდნენ ცნობილი ფილმების გმირები, მთავარი დამახასიათებელი ნიშნები რომ დაეკარგათ

image


3. 10 ფილმი, რომელშიც წყვილებს მართლა უყვარდათ ერთმანეთი

image


0
563
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0