სხვა ვარსკვლავების საშინელი ფოტოები 2012, 7 ივლისი, 2:15 ვარსკვლავები, არიან ადამიანები, რომლებიც გამუდმებით უნდა ბრწყინავდნენ რათა დააინტერესონ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ისინი იცვლიან ვარცხნილობას, იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, ვარჯიშობენ ყოველდღიურად, ცდილობენ, საუკეთესო ფორმაში იყვნენ. მაგრამ ისინიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან. სავარაუდოდ, ბეზრდებათ მუდმივად მაკიაჟისა და ბოტოქსის კეთება, დიეტების დაცვა, ან სულაც ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა. რაც, რათქმაუნდა პაპარაცებს შეუმჩნეველი არ რჩებათ. გთავაზობთ მათ მიერ დაფიქსირებულ არცთუ ისე მომხვიბლელ კადრებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ზუსტად ისაა ვინც გაიფიქრეთ. მომღერალი, რომელიც წლების მანძილზეა პოპულარობას ინარჩუნებს და წარმატებით აგრძელებს შოუბიზნესში მოღვაწეობას პაპარაცებმა ერთ-ერთი ქირურგიული ჩარევის შემდეგ დააფიქსირეს. დემი მური: ბევრისთვის საყვარელ მსახიობს ასაკი ნამდვილად დაეტყო. 70 წლის მსახიობი ისვენებდა იახტაზე. თავისი დაკარგული ფორმების მიუხედავად ის მაინც ინარჩუნებს პოპულარობას სხვადასხვა ასაკის ქალბატონებში. დონატელი ვერსაჩე: ყოფილი მოდელი, რომელიც პაპარაცებმა ზღვაზე ყოფნის დროს დააფიქსირეს. არც არნოლდ შვარცნეგერის ზედმეტი კილოგრამები დარჩენილა შეუმჩნეველი, როგორც ჩანს მან მთლიანად პოლიტიკას მიუძღვნა თავი და ძველი აღნაგობა ისტორიას მიაბარა. ყველასთვის საყვარელი და ულამაზესი მსახიობი ლივ ტაილერი კვლავ ინარჩუნებს თავის მომხვიბლელობას. თუმცა, დამეთანხმებით, რომ წლებმა ლივს თავისი კვალი მაინც დაამჩნია. ინდოელი მსახიობი აიშვარია რაი, დიდი ხნის განმავლობაში არ ჩანდა ტელეეკრანებზე. ალბათ, იმიტომ რომ მშობიარობის შემდეგ მან წონაში საგრძნობლად მოიმატა. ახალგაზრდა მსახიობი კრისტენ სტიუარტი კი უბრალოდ მაკიაჟის გარეშე დააფიქსირეს. მთვრალი ლინდსი ლოჰანი, რომელიც დღემდე აქტიურად ებრძვის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. და ბოლოს შეუდარებელი ანჯელინა ჯოლი, რომლის ერთადერთი ნაკლიც ბოლო ხანებში ზედმეტი სიგამხდრე გახდა. 5007 15-ს მოსწონს
|