ქალი და მამაკაცი პირველი კოცნა... 2012, 7 ივლისი, 1:44 პირველ რიგში უნდა იპოვოთ ისეთი ადამიანი, რომელიც მართლა მოგწონთ, რომლის შესახებ ფიქრებიც ღამე არ გაძინებენ და რომლის სახელის ხსენებაც კი აჩქარებს თქვენს გულს. ასეთ ადამიანთან ერთ ოთახში ყოფნის დროს თქვენი გული საოცრად სწრაფად ცემს და თავბრუ გეხვევათ... თუ თქვენ გაგიჩნდათ ასეთი სიმპტომები სწორედ მისგან უნდა დაიწყოთ. პაემნის შემდეგ დაშორებისას სცადეთ აკოცოთ მას და ტკბილი ძილი უსურვოთ. ამის გაკეთება ჯობია ფხიზელ მდგომარეობაში, რადგან თქვენი გრძნობები დაქვეითებული არ იქნება ალკოჰოლის ზემოქმედების გამო, რაც პირველი კოცნის სიამოვნებას უფრო გაზრდის. ასეთ შემთხვევაში პირველი კოცნა იმდენად დიდ ემოციონალურ და ფიზიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რომ თავს სხვა პლანეტაზე იგრძნობთ. 902 6-ს მოსწონს
|