სხვა რატომ არის აშშ-ს სამხედრო ფორმაზე დროშა უკუღმა გამოსახული - დააკვირდით! 2018, 25 სექტემბერი, 11:35
ამერიკის შეერთებული შტატების დროშა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობადი დროშაა. ამჟამინდელ დროშას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა 1777 წელს. უკანასკნელი მოდიფიკაცია კი მოხდა 1960 წლის 4 ივლისს.
აშშ-ს ეროვნული დროშა შეიცავს 13 ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც 7 არის წითელი, ხოლო 6 - თეთრი. ზედა კუთხეში, ლურჯი ფერის მართკუთხედში, მოთავსებულია 50 პატარა, თეთრი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ვარკსვლავები განლაგებულები არიან 9 ჰორიზონტალურ ზოლში. 5 ზოლში მოთავსებულია 6 ვარსვლავი, ხოლო დანარჩენ 4 ზოლში ხუთ-ხუთი. დროშაზე განთავსებული ვარსკვლავები წარმოადგენს აშშ-ის შტატებს, ხოლო 13 ხაზი - ცამეტ კოლონიას. ბევრ ამერიკელს შეუმჩნევია, რომ ვარკვლავებიან-ზოლიანი დროშა, რომელიც სამხედრო ფორმაზეა გამოსახული, განსხვავდება ორიგინალისგან. ამის შემჩნევა ძნელი არ არის, ამერიკელი ჯარისკაცების ფოტოებს თუ დავაკვირდებით. 50 ვარსკვლავი, რომლებიც ამერიკის 50 შტატის სიმბოლოა, დროშის მარჯვენა მხარესაა მოთავსებული. სტანდარტულ დროშაზე კი ვარკვლავები მარცხნივ არის განლაგებული... დროშა ამგვარად იხატება არა მხოლოდ სამხედრო ფორმაზე, არამედ ტექნიკაზეც. დააკვირდით, მაგალითად, თვითმფრინავის ამ ფოტოს. აღნიშნული ფაქტი ამერიკის სამხედრო წესდების 670-1 მუხლის თანახმად, შემდეგნარად აიხსნება: მოცემული სიმბოლოს ტარება შეიძლება მუნდირის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარზე. მაგრამ ვარსკვლავი და ზოლები აუცილებლად უნდა "იყურებოდეს" წინ. "დროშის ამგვარი ტარების დროს, მაყურებელს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ სიმბოლოს მატარებელი გამუდმებით წინ მიიწევს", - ნათქვამია წესდებაში. "ამასთან, ამგვარი განლაგება შენარჩუნებული უნდა იყოს ორივე მხარზე". საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა ასევე შეკითხვა დროშის მკრთალ ფერთან დაკავშირებით. ამის ახსნა საკმაოდ მარტივია: მკრთალი ფერი აუცილებელია კამუფლაჟის დამცავი შეფერილობიდან გამომდინარე. ასევე დაგაინტერესებთ: 1. ამ ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის დაბომბვის მიზეზი გახდა - უცნობი ისტორია 2. როგორ ბარდებოდნენ ტყვედ II მსოფლიო ომის დროს - უნიკალური მასალები 3. შოკისმომგვრელი ნაწყვეტები ომგამოვლილი ბავშვების დღიურებიდან - აი, რას წერდნენ ისინი... 4. 5 ტიპის რუსული საბრძოლო იარაღი, რომლისაც ნატოს ეშინია - ამერიკელი სპეციალისტის რეიტინგი 5. საბჭოთა "ჯეიმს ბონდად" წოდებული აგენტი, რომელსაც სსრკ 20 წელი არ აღიარებდა 6. საბჭოთა კავშირის 6 საიდუმლო ქალაქი - ის, რასაც სკოლებში არ ასწავლიდნენ 7. ლოგიკური ამოცანა, რომელსაც საბჭოთა მზვერავებს აძლევდნენ - სცადეთ თქვენც! 528 6-ს მოსწონს
|